მსოფლიო

ირანული რაკეტებით განხორციელებულ იერიშს 80 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

ირანული ტელეკომპანიის Press TV-ის ინფორმაციით, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს 80 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციას ეყრდნობა, ირანიდან გასროლილი 15 რაკეტის მოგერიება ერაყში განთავსებული ბაზებიდან ვერ მოახერხეს.

დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია აცხადებენ, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან.

დაზარალებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არც პენტაგონს გაუვრცელებია.

რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

წყარო: http://ghn.ge/

Related Articles

Back to top button
Close