,,ივანიშვილი საქართველოს ტყეების გასხვისებისათვის ემზადება, ამის უფლებას კი ჩვენ მას არ მივცემთ!”
ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ივანიშვილი საქართველოს ტყეების გასხვისებისათვის ემზადება, ამის უფლებას კი ჩვენ მას არ მივცემთ !
„დღეს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ლაშა ჩხარტიშვილმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით ჩატარებული კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუნიციპალური ტყეების განვითარების საკითხს მიეძღვნა“.
ლაშა ჩხარტიშვილმა, განაცხადა, რომ მუნიციპალური ტყეების შექმნა, საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ აუცილებელია, წინასწარ „პილოტ პროექტის“ სახით, ამ მოდელის რამოდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელება. ტყეების გაყიდვა კერძო პირებზე, რის საფუძვლებსაც უკვე ვხედავთ „საქართველოს ტყის კოდექსის“ სამთავრობო ვერსიაში, სრულიად დაუშვებელია. ჩვენ ყველანი აქტიურად უნდა შევეწყინააღმდეგოდ აღნიშნულს, რადგან ხელისუფლების ეს განზრახვა, მხოლოდ ოლიგარქის კორუფციული ინტერესებს ემსახურება და ქვეყანა სრულ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს !