საზოგადოება

თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკაში, პარტიებში სიბინძურე და ზნეობის დეფიციტია…

ქართულ  პოლიტიკაში გამეფებულ ზნეობის დეფიციტს  მიიჩნევს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების მიზეზად. ამის თაობაზე მან დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.

„ვიცოდი, რომ პოლიტიკაში, პარტიებში სიბინძურე და ზნეობის დეფიციტი იყო… მაგრამ თუ ეს ამ ზომით იყო, ვერ წარმომედგინა. ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობაა, ისინი უთმობენ პარტიებს და პოლიტიკას უზნეო ადამიანებს. სწორედ ამის გამო, პოლიტიკა დაბინძურდა. ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ვინ ვისზე რას ლაპარაკობს, რას იგონებს, ამაში ჩაყოლა სრულიად წარმოუდგენელია. დღეს როგორც არასდროს, ჰაერივით სჭირდება საქარტთველოს მორალური ადამიანების ერთობა. ასეთები არიან ყველა პარტიაში, თუმცა ისინი ერთეულები არიან, განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა. მისი თქმით , პირველი პარლამენტიდან მოყოლებული, ყველა მომდევნო საკანონმდებლო ორგანოში არიან ღირსეული და ზნეობრივი ადამიანები, და საჭიროა მათი გაერთიანებს.

„თეთრების“ ლიდერი რუსთავი-2 ირგვლივ შექმნილ ვითარებასაც შეეხო და ის   პარტიულ ტელევიზიად  მოიხსენია.

„ქართული პოლიტიკა გახდა ტელევიზიებისთვის ბრძოლა და მეტი არაფერი. მაშინ, როცა ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, ეკონომიკა არ არსებობს, ხალხი შიმშილობს, რაც კეთდება, ნასესხები ფულით კეთდება, რაც ჩვენმა შთამომავლობამ უნდა დააბრუნოს, ქვეყანაში ძლიერდება კორუფცია, ოლიგარქია, ამაზე არავინ ვსაუბრობთ და ქვეყანა გადართულია იმაზე, თუ ვისია იმედი და რუსთავი. ყველა არხი არის პარტიული, ვიღაცის მსახური და არა ქვეყნის მსახური!  „თეთრების“ ლიდერის თქმით, გადარჩენა მორალური ადამიანების ერთობაშია.

„ ვინ არის მორალური პოლიტიკოსი? ვეკითხები ხალხს, შეიძლება მორალური  იყოს ის, ვინც დაფინანსებას ქვეყნის გარედან იღებს  რუსეთიდან ან დასავლეთიდან? ან არის მორალური პოლიტიკოსი  ის, ვინც სააკაშვილის ან ივანიშვილის ფულით ფინანსდება?  ან პოლიტიკოსი, რომელიც პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობს? ან ის პოლიტიკოსი, რომელმაც როგორც გავიგეთ,  თურმე 600 ათასი დოლარი ქრთამი მიიღო შევარდნაძის ყოფილი მინისტრისგან?“

„თეთრების“ ლიდერი სთავაზობს პარტიების ლიდერებს შეიმუშავონ ერთგგვარი ზნეობრივი კოდექსი, როელზეც შეთანხმდებიან და ეცდებიან მომავალში მას დაემორჩილონ.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

Related Articles

Back to top button
Close