საზოგადოება

თბილისში, 2 ოქტომბერს, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველი შეხვედრა გაიმართა

2 ოქტომბერს, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის: მსაჯულების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული თემები.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და გენერალურმა პროკურორმა გახსნეს. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები, ისევე როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებსა და  მუშაობას, მათ შორის რეგიონებში.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა მხარდაჭერილია ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმს ადვოკატურის, სასამართლოს და პროკურატურის ხელმძღვანელებმა 16 ივლისს მოაწერეს ხელი.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close