შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მოგეხსენებათ, რომ სწორედ ივანიშვილის ,,ქართუ ბანკი” და ასევე მის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ქართული ბანკებია შავი, დანაშაულებრივი, ჩვენგან ართმეული მილიარდების მთავარი გამთეთრებელნი, აგრეთვე იარაღის, ნარკოტიკების, ბიტკოინებისა და კაზინოთა სფეროში დაგროვილი მილიარდების უმთავრესი გამტარნი ოფშორებში. ეს ყველაფერი კი ციფრულ ეპოქაში, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უაღრესად სანდო ხაკერ—პროგრამისტთა მეშვეობით. ამასთან, როგორც წესი, პროგრამისტები სპეც–სამსახურებთან მოთანამშრომლე კლასტერია, სადაც საიდუმლოს გათქმა სიკვდილით ისჯება. ახლა ტვ–პირველზე ვისმენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ჯგუფი მუშაობდა სწორედ ქართუ ბანკის პროგრამებზე. ჩემთვის პირადად ყველაფერი უკვე გასაგებია ამ ულამაზესი გოგონას მოკვდინებასთან დაკავშირებით.ახლა მთავარია, დაისაჯონ ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება დაგეგმა და განახორციელა. ეს დროც მალე დადგება.

კომენტარები