ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასეთი მძიმე პოსტის დადება მომიწევდა ჩემს მხიარულ და სიცოცხლით სავსე ბიჭზე, – ასეთ პოსტს აქვეყნებს 9 აგვისტოს, თბილისში დაჭრილი ერეკლე ჩეკურიშვილის დედა, ნინო ჩეკურიშვილი, სოციალურ ქსელში.

თბილისში გახმაურებული შემთხვევის მსხვერპლი, ერეკლე ჩეკურიშვილი დღემდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

6 თვის წინ, ნინო ჩეკურიშვილის შვილებმა, დათო და ერეკლემ ძაღლი გაიყვანეს სასეირნოდ, რა დროსაც კონფლიქტი მოუხდათ 38 წლის მამაკაცთან, რომელმაც ძმები სასიკვდილოდ გაიმეტა. ერთს თავში ესროლა, მეორეს კი კისერში.

„იმ არაკაცის ძაღლი ეცა ჩვენ ძაღლს და ერეკლემ და დათომ ფეხით მოიგერიეს, პატრონმა დაუწყო ყვირილი, ჩხუბი მოუვიდათ, მერე სახლში ამოვიდნენ და ერეკლეს დარჩა ჯვარი სკვერში და მოსაძებნად რომ ჩავიდა, სახლში დაბრუნებულებს ჩაუსაფრდა და ესროლა. ერეკლეს თავში, დათოს ყელში. დათო ბეწვზე გადარჩა, არტერიასთან 2 მილიმეტრით აცდა. 38 წლის კაცმა ესროლა 15-16 წლის ბავშვებს, სასიკვდილოდ გაიმეტა“,-ამბობს „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ნინო ჩეკურიშვილი, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოგმართავთ გამწარებული დედა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთი მძიმე პოსტის დადება მომიწევდა ჩემს მხიარულ და სიცოცხლით სავსე ბიჭზე, რომელიც შვიდი თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის. 9 აგვისტოს საშინელ ღამეს თავში მძიმრდ დამიჭრეს დაკარგული ჯვრის ამისატანად ჩასული შვილი. რომ არა ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევა, ერეკლეს გადაჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.

გადატანილი ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ უკვე შვიდი ტკივილით და ცრემლებით სავსე თვე გავიდა და დღემდე ჩემი ერეკლე უგონო მდგომარეობაშია. თავის ტვინში დარჩენილი აქვს 4 საფანტი. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა გამოვიცვალეთ მესამე სავადმყოფო, მაგრამ უშედეგოდ. გადაგზავნილი სამედიცინო ისტორიის მიხედვით, მხოლოდ გერმანიის კლინიკამ განაცხადა თანხმობა ერეკლეს მიღებაზე.

მკურნალობა 145 ათასი ევრო ჯდება, გთხოვთ დამეხმაროთ, რადგან ამოწურული გვაქვს ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა, მხოლოდ თქვენი გულისხმირების და სიკეთის შედეგად, ერეკლე გადარჩება, დაუბრუნდება თავის საყვარელ სკოლას, მეგობრებს, სადაც სექტემბერში მისვლა ვეღარ შეძლო, ერეკლე წარჩინებული მოსწავლეა, გასულ წელს წინასწარ ექსტერნად ჩააბარა 20 გამოცდა და დღეს უკვე მე- 12 კლასს უნდა ამთავრებდეს, რაც ოცნებად დაგვჩა. თქვენს მიერ განხორციელებული თითოეული ზარი და ნებისმიერი ჩარიცხული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილის გადასარჩენად.

დარეკეთ მაგთის და ბილაინის აბონენტებმა:0901701533
(2 მარტიდან ჯეოსელი გააქტიურებს) ზარის ღირებულება 1 ლარი

TBC ბანკი:
GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი:
GE73BG0000000190588200 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

ჩემი პირადი მობილურის ნომერია:577 39 18 25“.

კომენტარები