,,ხვალ, 12 დეკემბერს საქართველოს სამარცხვინო პარლამენტი კენჭს უყრის, ჩემი შეფასებით მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანის და ივანიშვილის კლანის მიერ შედგენილ, უზენაეს სასამართლოში ასარჩევ მოსამართლეთა სიას.
ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 09:30 , მივდივარ უზენაესი სასამართლოს წინ აქციაზე – “ჩააგდე სია”.
კოლეგებო შემომიერთდით!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი.