საზოგადოება

,,ვისაც პატარა ეზო მაინც აქვს და ბაღში ოლეანდერი ურგია, კამიკაძეები არიან, ან შხამს უვლიან?”

ფეისბუქმომხმარებელი ნინი ჭელიძე პარლამენტის წინ გაშენებული ოლეანდრების ბაღის გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

,,მცენარე, რომელიც მერიამ დარგო, მსოფლიოს შხამიანი მცენარეების ათეულში შედის და სიკვდილს იწვევს!,,
ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის,არც სიცრუეს და ტყუილს დავფარავ და ვერც სიმართლეს წავუყრუებ,მტერიც რომ იყოს უდანაშაულო,იმას გამოვესარჩლები,ამიტომ ძალიან შემაწუხებს სინდისი,ოლეანდრებთან დაკავშირებით რომ გავჩუმდე და არსებული ფაქტებით არ შევეცადო არგაგონილი უსინდისო განაცხადის გაბითურებას!
12 წელი სახლის წინ ოთხი სხვა და სხვა ფერის ოლეანდერი მედგა ბაღში და უკანა ეზოში სამი უზარმაზარი ძირი.ისე ლამაზად ყვაოდნენ,ჩვენი ქართველი ემიგრანტები რომ მოდიოდნენ სტუმრად შვილებივით ეფერებოდნენ და ამ ბუჩქებთან იღებდნენ სურათებს. ეგეც არ იყოს ქალაქის ერთ–ერთ უდიდეს მაღაზიაში,სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მცენარეები იყიდება,ერთი დიდი დარბაზი მხოლოდ ოლეანდრებს უკავია,მაღაზიაში ,სადაც 160 ადამიანი მუშაობს,ყოველდღიურად უვლის მცენარეებს და მომხმარებელი–ჰოლანდიის უდიდესი პროვინციის,ბრაბანტის და ხელდერლანდის მოსახლეობა,სპეციალურად რომ მოდიოდნენ იქ ოლეანდრების შესაძენად! გამაგებინეთ ეხლა,ქვეყანაში ,სადაც ყველა მოსახლეს,ვისაც პატარა ეზო მაინც აქვს,ბაღში ოლეანდერი ურგია,კამიკაძეები არიან და შხამს უვლიან და ეფოფინებიან? ისრაელში სულ გაგიჟებულან,ოლეანდრებს მიაქვს იქაურობა! ამდენი ბოღმა და ზიზღი რომ დაგაშტერებთ და გამოგათაყვანებთ ოლეანდრების დამწუნებლებს ვერ ხვდებით?რა შხამი? რა ,,არ მიეკაროთ,,!–სულ დაგაბრმავათ წუთისოფლის ბრუნვამ და მაღალი საფეხურებიდან მიწაზე დანარცხებამ?
https://www.directplant.nl/struiken/oleander.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close