პოლიტიკა

,,ვადამდელი იქნება თუ თვითმმართველობის, მომდევნო არჩევნები უნდა მოვიგოთ…”

დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:
_ ენმ- მ მიიღო პარლამენტში შეუსვლელობის, მეორე ტურებზე უარის თქმის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის გადაწყვეტილება.
სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ენმ- ბლოკშიც და სხვა პარტიებმაც მიიღეს ღირსეული და პრაგმატულად სწორი გადაწყვეტილება: სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციის ფლაგმანს- ნაციონალურ მოძრაობას.
ენმ არის მთავარი პასუხისმგებელი მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ყველაზე დიდ დივიდენდსაც ენმ მიიღებს, თუ მიღწეული იქნება ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები.
ენმ იქნება მთავარი პასუხისმგებელი, თუ არც პარლამენტში იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრი და ვერც ქუჩის პროტესტით მივაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ორივე გზა ლეგიტიმურია. დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერის გარეშე ვერ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს.
ვეცადოთ, დავარწმუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამაში მე დარწმუნებული ვარ. – არჩევნების დამთავრებისთანავე ასე შევაფასე მეც და დეპუტატის მანდატის მომპოვებელმა რესპუბლიკელებმაც.
სამართლებრივი ბრძოლა ზურგმომაგრებული უნდა იყოს პოლიტიკური ქმედებებით და არა უნებურად ტორპედირებული.
საქართველოში ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა დასავლეთი ადასტურებს საქართველოს ამომრჩევლის არჩევანს. მივეხმაროთ დასავლეთს ამ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაში( ჯერჯერობით ეს საკითხი სახიფათოდ პრობლემურია).
ამომრჩეველმა დაამარცხა ხელისუფლება. პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ დავიცავით მათი არჩევანი.არ ივარგა ოპოზიციურმა საარჩევნო მეურნეობამ.
ვადამდელი იქნება თუ თვითმმართველობის, მომდევნო არჩევნები უნდა მოვიგოთ…და დავიცვათ ამომრჩევლის არჩევანი.
ნოემბრის ბოლოს ქუჩის პროტესტის წარმატებული 2003 გაგვახსენდება თუ წარუმატებელი 2008 ან 2018, მაინც იმედიანად ვიქნები 2021-ში.
ყველაფერი იქნება მაინც უკეთ!

Related Articles

Back to top button
Close