პოლიტიკა

,,ეს არა მარტო კანონდარღვევა, არამედ საზოგადოების მოტყუებაა”

ირმა ინაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი:
   _ ეს წუთია თბილისის #3 საბურთალოს ოლქის კომისიამ გამოსცა განკარგულება 95/2020!
განკარგულებიდან ჩანს, რომ #03.03.52 უბნის შემაჯამებელ ოქმში პატრიოტთა ალიანსს ეწერა 1 ხმა და გადათვლის შედეგად, აღმოჩნდა 21 ხმა ანუ ბიულეტენი. აქვე ბათილად ცნობილია 40 ბიულეტენი, რაც, ასევე, ჩვენი ხმებია, მაგრამ ამ ხმების დაბრუნება არავის სურს.
დღეს, 12 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში ამ ოლქის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილი, რომელიც ამ განკარგულებას აწერს ხელს, აკეთებდა განცხადებას, რომ თითქოს გადათვლის შედეგად, ხმები იგივე დარჩა და არავის მომატებია. ეს არა მარტო კანონდარღვევა, არამედ საზოგადოების მოტყუებაა.
ჩვენთვის წართმეული ხმები სხვა უბნებზე ბევრად მეტია, მაგრამ თუ ავიღებთ მხოლოდ ამ ერთ უბანს და წარმოვიდგენთ, რომ ყველა უბანზე 20 ხმა წაგვართვეს და 40 გაგვიბათილეს, რაც, ასევე, წართმევაა, მივიღებთ, რომ 3847 უბანზე დაახლოებით 240 000 ხმა გვაკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 15% უკვე მოგვპარეს. თუ ამას დავამატებთ ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაშინებას, მათზე ზეწოლას, საარჩევნო უფლების შეზღუდვას, ნათელია, რომ ამ არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი 23%-ზე ბევრად მეტიც იყო.

Related Articles

Back to top button
Close