საზოგადოება

ესმა კუნჭულია: ვნახე ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ და ისევ ქართველი ვარ…

აბააა, სიმამაცე გამოიჩინეთ და აღიარეთ – ვინ ნახეთ ფილმი და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

მე ვნახე ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ და ისევ ქართველი ვარ;))) ქართველობა ვერ წამართვეს;))))))))))))))))))))))))))

ან როგორ უნდა წამართვას რამე ფილმმა, ან როგორ უნდა შემიცვალოს ორიენტაცია? ან როგორ უნდა მომახვიოს თავს ისეთი რამ, რაც არ მინდა ან როგორ უნდა გადამაფიქრეინოს ის, რაც მინდა?;(((

ფილმი ანდერგრაუნდის და სოციალური დრამის ჩვენების მცდელობაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ბევრად მძაფრია.

ანუ უარესები(ც) ხდება ჩვენს ირგვლივ და რაღაც მომენტში, მეტად სმარტად შეიძლებოდა იმის გადმოცემა,, რისი აღწერაც სურდათ…

და რა სურდათ? პროპაგანდა? არამგონია.

ჩემი აზრით უნდოდათ გაემძაფრებინათ ის, რაც ჩვნეი ცხოვრების ნაწილია…. ესაა ფილმი – ღარიბი, უგულო, სულიერად და ფიზიკურად დამშეული საზოგადოების შესახებ.

აღწერეს ცოტა გაწელილად რამაც დამღალა.

თუმცა საბოლოო ჯამში ემოცია დამრჩა – ტკივილის, სევდის, ერთი ბიჭის არეული ცხოვრების….

მსახიობები სუპერ. მუსიკალური გაფორმება სუპერ.

ქვეყნის „თავისმოჭრა“ – ნოლი. ქართველობა წაგვართვეს ნოლი. პროპაგანდა? მე ვერ დავინახე. ვინც დაინახა საკუთარ თავში ჩაიხედოს.

პროპაგანდა არადა და სიღარიბისადმი და რომ ვერაფერი ეღირსა ამ ქვეყანას ამისი ამაზრზენი ემოცია გამიჩნდა.

ჰოოო და მთავარი დრამის მეტი სიმძაფრისთვის – ერთი ტიპაჟი აკლდა სცენარს – მამაპაპური ქართველი, რომელიც სახლში ცოლს სცემს და აგინებს და გარეთ ფილმზე შესულ მაყურებელს ქამრით დასდევს.

და რა სამწუხაროა, რომ „ფეისბუქა ქალები და კაცები“ ასეთ აშკარა დრამებზე არასოდეს წერენ და სხვა თემებით იწერენ ქულებს;(((

ფეისბუქა ქალების და კაცების მორალი ცალკეეე დრამააა…..

Related Articles

Back to top button
Close