რელიგია

დღე, როდესაც ღმერთი წარმოუდგენლად ახლოს მოდის ადამიანთან

გილოცავთ მაცხოვრის შობას!

ეს არის დღე, როდესაც ღმერთი წარმოუდგენლად ახლოს მოდის ადამიანთან, რათა გვითხრას ერთი მთავარი სათქმელი – ჩვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ვართ!
შობის დღესასწაული გვაძლევს საშვალებას ფეხდაფეხ გავყვეთ მაცხოვარს და მასთან ერთად გავიაროთ გზა ბეთლემის გამოქვაბულიდან აღდგომის გამოქვაბულისკენ; ამ გზაზე იქნება სიხარულიც და სევდაც, ტკივილიც და იმედიც, მაგრამ მხოლოდ ამ გზას შეუძლია ადამიანის გათავისუფლება, მხოლოდ ამ გზის გავლით შეგვიძლია გავხდეთ თანამემკვიდრენი უფლის გამარჯვებისა ცოდვაზე, ბოროტებაზე, სიკვდილზე.
ამ მსვლელობაში მოპატიჟებულია უკლებლივ ყველა – პიროვნება, ოჯახი, ერი. მაცხოვარი თითოეულ ჩვენგანს გვეპატიჟება მოყვასისა და უფლის მსახურებისთვის და აი, სწორედ ამით შეგვიძლია შევცვალოთ ირგვლივ ყველაფერი.
მაშ, გავერთიანდეთ ამ სიხარულით! ქრისტე იშვა ბეთლემში! დაე უფლის შობის სიხარულმა გაგვითბოს გულები, აღგვავსოს სიყვარულით და რწმენით!

წყარო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close