საზოგადოება

,,დედების ფონდი”: ბავშვის წინაშეც მართალი ვართ, მისი დედის წინაშეც და ხალხის წინაშეც…

ყველას ახსოვს როგორ გაერთიანდა ორი წლის წინ, პატარა ანასტასია ზაალიშვილის დასახმარებლად უამრავი ადამიანი და მეოთხე სტადიის ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნით დაავადებულ გოგონას როგორ გადაურიცხეს უცხოეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხა. მიუხედავად ამისა, ანასტასიას გადარჩენა ვერ მოხერხდა და გოგონა გარდაიცვალა. ბავშვის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ და “სოლოდარობის ფონდმა“ დაფარა. ანასტასიას სიცოცხლის შესანარჩუნებლად თანხა შეაგროვა “დედების ფონდმაც“. მიუხედავას ამისა, ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ, “დედების ფონდსა“ და გარდაცვლილი გოგონას დედას შორის კონფლიქტი წარმოიშვა და საქმე სასამართლომდე მივიდა. დედების ფონდმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა ანასტასიას დედამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. mshoblebi.ge აქვეყნებს ფონდის დამფუძნელ ვიკა ჩიმჩიურთან ინტერვიუს.

,,- ბავშვს გადავურიცხეთ 150 000 ლარი, გადარიცხვიდან ორ დღეში, სამწუხაროდ, ანასტასია თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა და ჩვენი მიწოდებული ფული, ცხადია, მის სამკურნალოდ ვერ გამოიყენეს. რაც ბავშვს დასჭირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ და “სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა. ბავშვს არ უკეთებდნენ ოპერაციას, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ დარიცხავდა ფულს. როცა ანასტასია გარდაიცვალა, ჩვენი ფონდის მიერ გადარიცხული თანხა მოითხოვა ხალხმა სრულიად სამართლიანად, რადგან შეგროვილი ფული ვერ მოხმარდა პატარას, უნდა დავხმარებოდით სხვას. 150 000 ლარი ორ დღეში შეგროვდა და ხალხის პოზიცია იყო ასეთი, სიმწრით შევაგროვილი თანხა სხვა ბენეფიციარისთვის მიგვეცა სამკურნალოდ. მოკლედ, ეს ფული ქეთი ქემოკლიძემ არ დაგვიბრუნა. ორი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს. პირველი ინსტანცია საქალაქო სასამართლოში მოგებული გვაქვს. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს იმ მოტივით, რომ ფული არ მაქვსო. ახლა მთავარია, სასამართლომ დააკისროს თანხის სრულად დაბრუნება და სწორი და სამართლიანი განაჩენი დადგეს. აქ ყველაზე მეტად საყურადღებოა ის, რომ სახელი შეგვილახა, ხმებს ავრცელებდა, თითქოს ეს ფული არ გადაგვირიცხია და მე ჩემი ფონდის გადმომრიცხველებთან უნდა ვიყო მართალი და უნდა აღვადგინო სამართლიანობა. ჩვენ ბავშვის წინაშეც მართალი ვართ, მისი დედის წინაშეც და იმ ხალხის წინაშეც, ვინც ფული გადმორიცხა დასახმარებლად.” სააგენტო ესაუბრა “დედების ფონდის” კიდევ ერთ ერთ დამფუძნებელს, თამარ თანდიაშვილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესს მოიგებენ, რადგან სიმართლე მათ მხარესაა. mshoblebi.ge აშუქებს გარდაცვლილი გოგონას დედის, ქეთი ქემოკლიძის პოზიციასაც. ის სიცრუეს უწოდებს დედების ფონდის დამფუძნებლების არგუმენტებს და აცხადებს, რომ არ დავუშვებს, მისთვის ყველაზე ძვირფასი ანასტასია, ასეთ მითქმა-მოთქმაში და უსაფუძვლო ლანძღვაში გაეხვეს. ,,უფალი დიდია, მჯერა თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს… მე რა თანხაც მქონდა,ანასტასიას სახელით ყველაფერი მოხმარდა გაჭვირვებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სამართალი იზეიმებს და არ მოხდება ისე, რომ თანხის გადახდა დამაკისრონ… მე არანაირი კომფორტი არ შემიქმნია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, როგორც მანამდე ვცხოვრობდით, ახლაც ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, ერთი განსხვავებით – ანასტასიას გარეშე და დიდი ტკივილით.

Related Articles

Back to top button
Close