პოლიტიკა

,,დამთავრებულია შენი საქმე! გამოცხადდები დიქტატორად და ისე დაამთავრებ, როგორც სხვა ცნობილმა დიქტატორებმა დაამთავრეს!

შალვა ნათელაშვილის თქმით, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები ნიშნავს რომ საქართველოში არსებული ოკიგარქიული ეეჟიმი უკვე მსოფლიოს ღავისტკივილიც გახსა და ივანიშვილი იძულებული იქნება დატოვოს ხელისუფლება, ან ის წარსდგება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
შალვა ნათელაშვილი:
” ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი გახდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილი და რომ სტრატეგიული მოკავშირეები ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატების იმ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომლებმაც გააჯეთეს მკვეთრი მხარდამჭერი განცხადებები ქართველი ხალხის სამართლიანი ბრძოლისა და მომავლისთვის.
 მოგეხსენებათ, ბოლო წლები ამ სენატორებღან და კონგრესმენებთან მქონდა ინტენსიური დიალოგი და მათ შეასრულეს მოცემული პირობა, კრიტიკულ დროს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ესაა ამერიკული დემოკრატიის ღირებულება თანამედროვე მსოფლიოსთვის, რომ ხალხის და მთავრობის დაპირისპირებისას, შეერთებული შტატები ხალხის გვერდით დგება. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ოლიგარქი ივანიშვილი, ან სწორად აღიქვამ რაც შენს თავს ხდება, ან გელოდება უმძიმესი დღეები, ეს მხოლოდ დასაწყისია. სახელმწიფოს მითვისებას და შესყიდვას არავინ გაპატიებს! არც ჩვენი ხალხი და არც მსოფლიო თანამეგობრობა!.
 ამ წლების განმავლობაში ინტენსიური დიალოგი მქონდა შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტასთან, უპირველესად კონგრესმენებთან და სენატორებთან და ყოველთვის მჯეროდა მათი, როცა აცხადებდნენ, რომ ხალხის გამოღვიძების დროს, როცა დაიწყებოდა ის პროცესები, რასაც ობიექტურად ყველა ველოდით, ისინი აუცილებლად საქართველოს და ხალხის გვერდით იქნებოდნენ. ჩვენი ქვეყანა მათი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს დემოკრატიასთან ისეთივე მოთხოვნები აქვთ, როგორც საკუთარ ქვეყანასთან. ამერიკის შეერთებული შტატები არავის აპატიებს ხელისუფლების უზურპაციას, თუნდაც ლეგენდას. ამოეწურა რეიგანს ორი ვადა და წავიდა. ეს წმინდა წესია დემოკრატიის. არის მოსვლის დრო და არის წასვლის! არის დრო ტაშის და არის პასუხისმგებლობის!

არ მიდიხარ? შეისყიდე სახელმწიფო ინსტიტუტები? საკუთარ ბიზნესად გადააქციე ქვეყნის ეკონომიკა? ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად? დამთავრებულია შენი საქმე! გამოცხადდები დიქტატორად და ისე დაამთავრებ, როგორც სხვა ცნობილმა დიქტატორებმა დაამთავრეს! თუ თალაკვაძეს, მდინარაძეს და ივანიშვილს ჰგონიათ, რომ ეს განცხადებები ცალკეული კონგრესმენების განცხადებებია და ამერიკის პოლიტიკას და ამერიკის სახელმწიფოს დამოკიდებულებას არ ასახავს, ან სულელები არიან, ან თავს იტყუებენ და ეს თავის მოტყუება ცუდად დაუმთავრდებათ. ვფიქრობ, თუ ივანიშვილო დროულად არ შემოიტანს პროპორციულ სისტემას, არ ჩაალაგებს ბარგს და არ განაცხადებს მსოფლიოს გასაგონად, რომ პოლიტიკიდან მიდის, მას საერთაშორისო სასამართლო ემუქრება და ამისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ის, რაც ვაშინგტონში ხდება, დადებითი მოვლენაა, რაც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close