წითელას ვირუსმა 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა _ ფრთხილად! შემოდგომით დაავადების გავცელების რისკები იზრდება
_ 2017 წელს 97 შემთხვევა, 2018 წელს 2200-ზე მეტი ფაქტი და 2019 წელს 3905 დაინფიცირებული – ეს მაჩვენებლები წითელას ვისრუსის მატარებელი ხალხის რაოდენობას ასახავს. წლების მატებასთან ერთად, დაინფიცირებულ ხალხთა რაოდენობაც მატულობს. შემოდგომის დადაგომა კი, უფრო ზრდის წითელას გავრცელების რისკებს.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა, მისი თქმით, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ შეამოწმოს სტატუსი, არიან თუ არა ისინი აცრილები და თუ წითელას ვირუსის გადადების საფრთხე არსებობს, დაუყოვნებლივ მივიდნენ ნებისმიერ ამცრელ უბანში.
წელს, წითელას ვირუსმა 2 მცირეწლოვანი ბავშვი უკვე იმსხვერპლა, სპეცალისტები განსაკუთრებით აფრთხილებენ მომავალ დედებს, თავიდან აირიდონ აღნიშნული საფრთხე, რაც მომავალში შეამცირებს თვითნებური აბორტის, მკვდარ შობადობისა და ნაადრევი მშობიარობის რისკებს.
საქართველოში არა მარტო წითელათი, არამედ გრიპს ვირუსით დაინფიცირების რისკeბიც იზრდება. უკვე გახშირდა ვირუსის ფატები და პაციენტები ყელის ტკივილის, დიარიისა და ხველების სიმპტომებით შედიან სამედიცინო დაწესებულებებში.
გრიპისა და წითელას თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ვაქცინას გვთავაზობენ. ამისთვის კი ყvელაზე ოპტიმალური თვე ოქტომბერია. გრიპის ვირუსის ვაქცინა 15 ოქტომრიდან შემოვა და ოქტომბრის ბოლოს 100 000 -ზე მეტი ადამიანი მას უფასოდ გაიკეთებს.
ელენე მეტრეველი