სამართალი და კრიმინალი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების ფინანსური მდგომარეობა და საეჭვო კავშირები _ კვლევა

2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზანაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატი დაასახელა, რომელთა კანდიდატურებსაც პარლამენტი  მალე განიხილავს და საბოლოოდ უყრის კენჭს. ვინ არიან ისინი და საიდან ვიცნობთ მათ?  ამ კითხვების საპასუხოდ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 20 მოსამართლის ბიოგრაფია, გახმაურებული საქმეები და მათი  ფიანსური მდგომარეობა გაასაჯაროვა.

ამ სიაში აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უდავო მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც  სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება, მიქაუტაძის ოჯახის წლიური შემოსავალია 164 189 ლარი. სიაში მეორე ადგილს იკავებს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო 2011-12 წლებში. მისი ოჯახის წლიური შემეოსავალი 88 781 ლარს შეადგენს.

,, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიაშია  ასევე არიან:  თბილისის სააპელაციო სასამართლოს უდავო მოსამართლე, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაია ვაჩაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ზამბახიძე, ვლადიმერ კაკაბაძე,  ნინო ქადაგიძე, ლევან მიქაბერიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნუგზარ სხირტლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უდავო მოსამართლე, პაატა სილაგაძე, გოჩა ჯეირანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლალი ფაფიაშვილი, იურიდიული კომპანია ,,CLL Law Firm“- ის მმართველი პარტნიორი, ალექსანდრე წულაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.

,, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნული პირების ბიოგრაფიებზე, გახმაურებულ საქმეებზე, ბიუჯეტსა და კავშირებზე ვრცელ კვლევას აქვეყნებს, კვლევის თანახმად მოსამართლეთა გარკვეულ ნაწილს მჭიდრო კავშირი აქვს სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან, მათი უმეტესობა კი  უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close