სამართალი და კრიმინალი
გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს_ რა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.