საზოგადოება

,,აღარა აქვს საზღვარი ფარისევლობას… ასეთ მამას სამების სატაძრე გუმბათზე ოქროს ქურდობა დააბრალე”

,,აღარა აქვს საზღვარი ფარისევლობას. ასეთ სულიერ მამას,  ჯერ სამების სატაძრე გუმბათზე ოქროს ქურდობა დააბრალე, შემდგომ ციანიდის პროვოკაცია დაუგეგმე, მერე შენი ვერცხლით მოაწყვე უბინძურესი პროვოკაცია და ბიბლიურად ყველაზე მძიმე ცოდვაში დაადებინე ბრალი. ყველაფერ ამის შემდეგ კიდევ ტაძარში გიშვებენ. თუმცა რაც ერი, ის ბერიო, ნათქვამია. ღმერთო, გვაპატიე შეცოდებანი ჩვენი” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც მან პატრიარქზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წარმოთქვა. შეგახსენებთ, რომ . სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა.

„მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Related Articles

Back to top button
Close