საზოგადოება

ასტროლოგი: ამ ვირუსის შექმნაში და გავრცელებაში ადამიანის ხელი ურევია

დავით ბუტიკაშვილი, ასტროლოგი:

_ მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეხლა კაცობრიობა გადის კარმულ პერიოდს, რაზეც მიუთითებს აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოში, კარმული კვანძის ასეთი მდებარეობა მიუთითებს, რომ გარემოებები აიძულებს ადამიანებს, მეტი დრო გაატარონ სახლში, აგრეთვე ვინც უცხოეთშია, უმეტესობა, დაბრუნდეს სამშობლოში ( კირჩხიბის ზოდიაქო ასტროლოგიურად განაგებს სახლს, სამშობლოს ) და თავად გარემოებები კარნახობს მკაცრ პირობებს კაცობიობას. ადამიანები იძულებული არიან, იარსებონ არსებული მკაცრი პირობების ფარგლებში და ყველაფერი ეს გამოწვია ვირუსმა. ის რომ არა, ალბათ გაჩნდებოდა სხვა რაიმე, რაც აიძულებდა ადამიანებს, მეტი დრო გაეტარებინათ სახლში. აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბში გადავიდა 2018 წლის 11 ნოემბერს, ამ წელს დაიწყო პროცესები, რასაც მოყვა ამ ვირუსის გამოჩენა დედამიწაზე, კერძოდ, 2018 წელს გამოქვეყნდა უხანის ლაბორატორიაში ( უახნი ეს ზუსტად ის ქალაქია საიდანაც დაიწყო ამ ვირუსმა გავრცელება ) ცნობები ღამურის იმუნური სისტემის კვლევის თაობაზე, რატომ ღამურების? როგორც ამ პულიკაციებიდან ჩანს, ღამურას აქვს უნარი, დიდხანს იყოს ვირუსების გამავრცელებელი, ანუ თავად ადვილად არ ავადდებიან. შესაბამისად, კვლევის მიზანი იყო ასეთი უნარის ადამიანზე გადატანის შესაძლებლობა. აგრეთვე, 2018 წლის 20 ნოემბერს პრიბრაიტის ინსტიტუტმა გააკეთა განაცხადი პატენტზე ცოცხალი კორონა ვირუსის შექმნის თაობაზე, ( პრიბრაიტის ინსტიტუტი -არის ბრიტანული სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც სახელი გაითქვა კვლევებით ეპიდემიოლოგიის სფეროში ). სხვათაშორის, ამ ინსტიტუტის კვლევებს აფინასებდა ბილ გეიტსი, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველა, რომ გლობალური პრობლემა მოსალოდნელია გამოეწვია არა ბირთვულ ომს, არამედ ინფექციურ ვირუსს. ეს ფაქტები იმიტომ მოვიყვანე, რომ აღმავალი კარმული კვანძის კირჩხიბში გადასვლაც 2018 წელს მოხდა ანუ დაიწყო კარმული პროცესი, რომლის შედეგებსაც ვღებულობთ.

მე შეთქმულების თეორიის მომხრე არ გახლავართ, მაგრამ ამ ფაქტების თანხვედრა ასტროლოგიურ ტენდენციებთან გვაძლევს ისეთი სერიოზული ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ამ ვირუსის შექმნაში და გავრცელებაში ადამიანის ხელი ურევია, შესაძლოა, არა სპეციალურად ( თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება ) დაუდევრობით ან უსაფრთხოების დაუცველობით.
როდის დამთავრდება ეს კარმული პერიოდი ასტროლოგიურად? აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოდან გამოვა 2020 წლის 5 მაისს და გადავა ტყუპებში, შესაბამისად იძულებითი იზოლაციის ეს კარმული პერიოდი დამთავრდება და წინა პლანზე გადმოიწვევს კომუნიკაციების აღდგენის პროცესი, ეს უკვე სხვა კარმული პერიოდის დასაწყისია და ის შესაბამისად ახალ პირობებს უწესებს კაცობრიობას და ეს არის კომუნიკაციების აღდგენა.
2020 წელს ეხლა მიმდინარე პერიოდში წარმატებების მომტანი პლანეტა იუპიტერი მოძრაობს საქართველოს ჰოროსკოპის მე-6 სახლში, ეს სახლი მუნდანური ასტროლოგიით განაგებს მედიცინას იუპიტერი კი წარმატებების მომტანი პლანეტაა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისეთ დონეზე, როგორც ეს მოხდა ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ესპანეთში და ა. შ. ვირუსით მაქსიმალურად დასნეულებულ რაიონებში საქართველოში ეს მოსალოდნელია არ არის იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებულად, საუკეთესოდ მოქმედებენ ქართველი ექიმები.
15 აპრილს მეტად საინტერესო ასტროლოგიური ასპექტები და პოზიციები იქნება ცაზე, კერძოდ მთვარისა და სატურნის შეერთება მერწყულში და სატურნის კვინკოსი ( 150 გრადუსიანი ასპექტი ) აღმავალ კარმულ კვანძთან ( ასტროლოგიაში კვინკოსს სამედიცინო ასპექტს უწოდებენ ) შესაბამისად, ეს იქნება წერტილი, რომლის შემდეგ კაცობრიობა უკვე იმ წესრიგის, გაკვეთილების და შეძენილი გამოცდილების წყალობით იწყებს ნელნელა გამოსვლას ამ მძიმე მდგომარეობიდან. ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილი რაც ამ კორონა ვირუსმა და ამ კარმულმა პერიოდმა მოგვცა, ეს არის მოხუცების დაფასება და ზრუნვა მათზე ( კირჩხიბის ზოდიაქო მშობლებსაც განაგებს ).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close