,,არ სცალიათ, ბატონებო, ატოცისთვის, ,,ქართული ოცნების” ლიდერები ჯერ ქორწილებში გრიალებენ”
,,არ სცალიათ, ბატონებო, ატოცისთვის!
ნუღარ იკითხავთ ატოცში რუსებმა რატომ არ შეგვიშვეს და ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი რატომ არ ჩავიდა ატოცში!
იმ დროს, როცა სოფელ ატოცში ჩვენი მიწა-წყლის მიტაცება გრძელდება და ოკუპანტის ახალ-ახალი მავთულხლართი გვახრჩობს, ჩვენი ხელისუფლების ვაიპატრიოტები “აღშფოთებას” ქორწილში “თბილისოს” სიმღერით გამოხატავენ!
“ოცნების” დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში
“ქართული ოცნების” ლიდერები გრიალებდნენ!
ერევანში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოკუპაცია “თბილისოს“ სიმღერით “გააპროტესტა!”
მას ბანს აძლევდნენ ბექა ოდიშარია და ირაკლი კობახიძე!
ნუ განსჯით მათ უნიჭოდ შესრულებულ სიმღერას!
ისინი ხომ ოკუპაციით არიან “აღშფოთებულნი” და ამიტომაც თავდავიწყებით ბღაოდნენ!”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ბარათაშვილი.