ეკონომიკა

„არქი თაუერი“ EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ERBD)  საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად არქი თაუერი დაასახელა.

თბილისში გამართულ EBRD-ს ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის – GEFF-ის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის „ენერგოკრედიტის“ შემდეგი ფაზა, რომელსაც ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებენ.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებსა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის „არქი თაუერი“ საუკეთესო 6 პროექტში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ „არქი თაუერი“ არის ამ პროექტებს შორის ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც ეს პრიზი აიღო.

„არქის მთავარი პრიორიტეტი არის ხარისხი, შესაბამისად, მშენებლობაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს ვიყენებთ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანული ენერგოეფექტური ბლოკი Ytong, რომლითაც ჩვენი ყველა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. Ytong არის ეკოლოგიურად სუფთა, ცეცხლგამძლე პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი დეველოპერები იყენებენ“. – აცხადებს „არქის“ წარმომადგენელი დიმა ადამია.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას. „არქი თაუერი“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც EBRD-მა მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის ღონისძიებაზე დააჯილდოვა ყველაზე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის ჯილდოთი“. – აცხადებს გიორგი ზურაშვილი, EBRD-ის მწვანე ეკონომიკის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელი.

„არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომლის ბინები შენდება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა.

Related Articles

Back to top button
Close