,,ამით, თქვენ მე სიცოცხლეს მიყიდით…” _ მსახიობი დახმარებას ხალხს სთხოვს
გორის თეატრის მსხაიობი მაია ტურაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
სასწრაფოდ მესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ.
ჩემო მეგობრებო, გთხოვთ ერთხელ კიდევ დამიდექით გვერდში. რომ როგორმე შევაგროვო საჭირო თანხა და წავიდე სამკურნალოდ, სანამ ჯერ კიდევ მაქვს გადარჩენის შანსი. ნუ მიმატოვებთ, თქვენ ხომ მთელი გზა გამომატარეთ და აქამდე მომიყვანეთ. ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსია საზღვარგარეთ მკურნალობა, რომ დავამარცხო ეს ვერაგი დაავადება. ყველას გთხოვთ, დამიდგეთ გვერდში შეძლებისდაგვარად. ნეტავ იცოდეთ, როგორ მიმძიმს წასვალ და ყველაფრის დატოვება. ოჯახის, ახლობლების, საყვარელი საქმის, თქვენი მხურვალე აპლოდისმენტების. ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება, მაგრამ აქ რომ დავრჩე, ეს ყველაფრი სამუდამოდ უნდა დავტოვო, წასვლით კი შანსი მაქვს გამოჯანმრთელების.
მე ვიცი, რომ გვერდში დამიდგებით, რადგან მე თქვენ მომიყვანეთ აქამდე, ჩემო საყვარელო ხალხო და დიდი იმედი მაქვს, არც ეხლა გამიშვებთ ხელს. გპირდებით, იქიდან, სადაც წავალ, ყველაფერი გაგაგებინოთ ჩემს შესახებ with http://gratisporno.cc.
ვინც ჯერ კიდევ არ მცნობთ: ვარ გორის თეატრის მსახიობი. მაია ტურაშვილი. 2017 წელს დამიდგინდა მძიმე დიაგნოზი მკერდის ავთვისებანი სიმსივნე მე4-სტადია(კარცენომა)დამენიშნა ძალიან ძვირიანი პრეპარატები და რომ არა ხალხის მხარდაჭერა, მე ამ მკურნალობას ვერ შევძლებდი და ალბათ ვერც ამ პოსტს ვერ დავწერდი ეხლა…ყველაფერი ალაგდა, დასტაბილდა, მალევე ვაგრძელებდი კიდეც მკურნალობას, მაგრამ ისევ უსახსრობის გამო ძალიან ამერია მკურნალობა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ახალი რეციდივი განვითარდა, რომელიც ელვის სისწრაფით იზრდება?დამენიშნა ახალი პრეპარატი, მაგრამ ასტრონომიული თანხა ღირს 14 100 ლარი. ერთი გადასხმა 21 დღეში ერთხელ გრძელი ვადითაა საჭირო. გადაწყდა სასწრაფოდ ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ, მაგრამ ვიდრე თანხები არ შემიგროვდება, როგორ წავალ? არადა, ყველა დღეს კი არა, წუთს და წამს აქვს დიდი მნიშვნელობა. რადგან მე სხვა გამოსავალი არ მაქვს და სიცოცხლე კი ძალიან მინდა, ჩემი ლამაზი ტყუპი გოგონები რომ დავაყენო გზაზე და მათი ცრემლიანი თვალები რომ გავაღიმო, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩემო უერთგულესო ხალხო, ვიცი, ამ განსაცდელში არ მიმატოვებთ და გვერდით დამიდგებით.
უფალმა დაგლპცოთ ყველა. თქვენ მე სიცოცხლეს მიყიდით ამით. ჩემი რეკვიზიტებია:GE67TB4366236512500020 (თიბისი ბანკი)მიმღები.მაია ტურაშვილი.პირადი ნომერი.59001049907.საქართველოს ბანკი.GE66BG0000000559881100.ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440