საზოგადოება

,,ამერიკელი რომ დეპუტატს, ვიცე- სპიკერს დაჰკივის, ნამეტანი პრადვინუტულია და ამიტომ ჩაიგდეთ ენები სტომაქში?”

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

_ ის კი არაა მთავარი, ირმა ინაშვილი როგორც პოლიტიკოსი, როგორც ჟურნალისტი ან როგორც ადამიანი, ვინმეს მოსწონს თუ არა, მთავარი ისაა, რომ ჩემს სამშობლოში ვიღაცა თავს უფლებას აძლევს, უყვიროს ქალს, დედას, შვილს, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს, ჟურნალისტს, რომელმაც აფხაზეთის ომში ოკუპანტის წინააღმდეგ იომა როგორც შესძლო ისეთი თავგანწირვით და ბევრ კაცზე უკეთ…
აი, ესააა მთავარი და ის, რომ ყვირილი, დაყოფა, შერჩევითობა, უფლებების დაცვით და დემოკრატიითაა კარგად შეფუთული – ეს ისედაც იციან, ვიცით.
თავარი არც ისაა, რომ ღრუზინი ე.წ. უფლებათადამცველები გაგებით შეხვდნენ დიპლომატადწოდებულ ოკეანგაღმელის ვირობას და უცებ დაივიწყეს ქალი, დედა, ძალადობა. მთავარი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორგანული ნაწილი დუმს.
ჰო, გავრილოვი რომ ვერ აიტანეთ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, იმათ მინდა გკითხოთ – ამერიკელი რომ ქალს, დედას, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს დაჰკივის, ნამეტანი პრადვინუტულია და ამიტომ ჩაიგდეთ ენები სტომაქში (გავრილოვი ოკუპანტია და სხვაობას ვერ ხედავ – ტექსტები არ იყოს)?
და, კიდევ ერთი, ამერიკანო ტყუილი – ინაშვილს არ ვიცნობ (არადა, ძალიან კარგად იცნობს, თურმე) – დემოკრატიის მწვერვალია, ასე ჩანს თქვენი ფსკერიდან? თუნდაც არ სცოდნოდა ვინაა ინაშვილი, თქვენთვის მისაღებია ქალს , დედას, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს თქვენსავე სამშობლოში და თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ დაჰკივიან? ჩემთვის – არა! ჩემთვის რუსიც და ამერიკელიც, ევროპელიც და აფრიკელიც, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს ჩემი ქვეყნის პოლიტიკოსს, ან რიგით ადამიანს , ან ემიგრანტს, პარტიული წარმომავლობის (ან რომელიმე პარტიის მხარდამჭერს) მიუხედავად, ერთნაირად ვირია და მეზიზღება!

Related Articles

Back to top button
Close