საზოგადოება

,აი, არჩევნები ჩატარდეს, 2020 წლის არჩევნები და…“ _ რა უთხრა მეუფე პეტრეს ივანიშვილმა

მეუფე პეტრემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა, რაზეც, როგორც მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ირწმუნება, ივანიშვილმა უთხრა, რომ ახლა ეს „აუცილებლად არევს მდგომარეობას“ და 2020 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ „აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეფორმები და ცვლილებები ეკლესიაში“.

 „მე როდესაც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან [ბიძინა ივანიშვილთან] საუბარი, რა თქმა უნდა, მე მას ჩემი გულისტკივილი ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე, რა დოზითაც ეს შესაძლებელი იყო, ვუთხარი, მაგრამ პასუხი იყო ასეთი და აბსოლუტურად ლოგიკური, მე არ ვამტყუნებ. ე.ი ახლა არჩევნების წელი მოდის და ეს აუცილებლად არევს მდგომარეობას და აი, არჩევნები ჩატარდეს, 2020 წლის არჩევნები და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეფორმები და ცვლილებები ეკლესიაში“, განაცხადა მეუფე პეტრემ „ტვ პირველის“ ეთერში.

წყარო: guardian.ge

Related Articles

Back to top button
Close