საზოგადოება
,,ავტომობილებით გადაადგილებაზე აკრძალვას თუ ძალაში დატოვებთ, არ აგცდებათ აქცია-მიტინგები”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ გახარია—ივანიშვილის საყურადღებოდ! საკმარისია, ავტომობილებით გადაადგილებაზე არსებული აკრძალვა დატოვოთ ძალაში, როდესაც ოცნებაღაა საჭესთან ამხედრებული, ხალხი კი ქუჩაში მისავათებული და არ აგცდებათ აქცია-მიტინგები.ვერავითარი საგანგებო მდგომარეობა სახლებში გამოკეტილ მშიერ ხალხს ვეღარ გააჩერებს. არ თქვათ,რომ არ გაგაფრთხილეთ ან არ დაიწყოთ მტკიცება პროტესტების ბუენოს–აირესიდან დაორგანიზებაზე.