ჯანდაცვა

,,ავადმყოფს ზურგი აღარ აქვს, ფეხებზე ობი ჰქონდა მოკიდებული…” _ რას წერენ პაციენტები ალადაშვილის კლინიკაზე

პაციენტები თბილისში, ალადაშვილის კლინიკას სოციალურ ქსელში უჩივიან და იქ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალურ პოსტებს აქვეყნებენ.

ლანა სიხარულიძე:

_ რა ხდება ამ ალადაშვილის კლინიკის რეანიმაიაში? რატომ უკეთებენ ყველა ავადმყოფს ტრახეოსტომიას ? ასეთი ავადმყოფის მოვლა შემდეგში მინიმუმ 4-5 ათასი ჯდება თვეში ! ყველა ასეთ ავადმყოფს აქვს ნაწოლები ! მეზობელი გარდაიცვალა გუშინ , რომელსაც ზურგი აღარა აქვს  და ფეხებზე ობი ჰქონდა მოდებული ! რა არის გამაგებინოს ვინმემ ? საკონცენტრაციო ბანაკშიც კი არ აწამებდნენ ასე !

 შეყავთ , გამოღადრავენ ყელს და აგდებენ ასე, უყურადღებოდ, უძრავ მდგომარეობაში , შემდეგ პატრონს ეუბნებიან , თუ არ მოგწონთ აქ, წაიყვანეთ სახლშიო. სახლში ექთანი 100 ლარი დღეში , საწოლი უნდა უქირავო, ჟანგბადის აპარატი უნდა იქირავო და ექიმის ხარჯი ყოვლდღიური, 4 და 5 ათასამდე თვე ! არაადამიანები !

ელისო მეგრეელი:

აუ. დედაც იქ მყავდა, რეანიმაციაში. კომაში იყო ოთხი თვე, შემდეგ სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ და ლამის გავგიჟდი,  ისეთი ღრმა ნაწოლები ჰქონდა. არა და, სახლში 1,6 თვე ლოგინად ჩავარდნილს ერთი ნაწოლიც არ გასჩენია. სპეციალური ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი მივიტანეთ კლინიკაში. არც კი გვითხრეს ზურგი რომ საშინელ დღეში ქონდა.

 

.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close