სამართალი და კრიმინალი

ზურაბ თოდუა: ამ სქემით საქართველოში უცხოელებს ბინები და ფული წაართვეს

ზურაბ თოდუა, რომელიც საქართველოში მოტყუებული უცხოელების – დ. ვაისმანისა და ი. მეიდარის ადვოკატია, მოგვიყვა, როგორი სქემით დააკარგვინეს ამ ადამიანებს ძვირად ნაყიდი ბინები და ფული.

 ზურაბ თოდუა:     

,,  _ 2008 წლის მარტში, ისრაელის მოქალაქეებმა დავით ვაისმანმა და იური მეიდარმა გააფორმეს ხელშეკრულებები სამშენებლო კომპანია “ბაკურიანი ტექს”-თან. რომლის მიხედვით ამ კომპანიას მათთვის 2009 წლის დეკემბრამდე, ბაკურიანში უნდა ჩაებარებინა ახალი საცხოვრებელი ფართები გარემონტებულ მდგომარეობაში, რისთვისაც ორივე მოქალაქემ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, კერძოდ დ. ვაისმანმა – 113 000 ლარი, ხოლო ი. მეიდარმა – 70 000 ლარი.
კომპანიამ ვერ შეასარულა ნაკისრი ვალდებულება და 2014 წლის მარტში, შეუსრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ, შესთავაზა ქ. თბილისში ყაზბეგის #34-ში მშენებარე კორპუსში დ. ვაისმანს ორი, ხოლო ი. მეიდარს კი ერთი ბინის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემა.
“ბაკურიანი ტექს”-ისა და ამხანაგობა “მარსის” ერთ-ერთი მეპატრონე მიხეილ ძაძამიაა. სწორედ ამ პიროვნებასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს დ. ვაისმანი და ი. მეიდარი. ყაზბეგის 34-ში ისრაელის მოქალქეებისათვის გადაცემულ ბინებს ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას დაუფიქსირდა “საქართველოს ბანკის” იპოთეკები (აღნიშნული იპოთეკები მოლაპარაკებით არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცხოელებს უთხრეს, რომ თუ ამ პირობას არ დათანხმდებოდნენ, ვერაფერს ვერ მიიღებდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებულიყვნენ, რამეთუ ბაკურიანში შეძენილ მიწის ნაკვეთზე ორმო იყო მხოლოდ ამოთხრილი).
არც “მარსმა” შეასრულა ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად – ვერ ჩააბარა გარემონტებულ მდგომარეობაში ფართები. დ. ვაისმანმა და ი. მეიდარმა გადაწყვიტეს ქონების გასხვისება, მაგრამ პრობლემები შეექმნათ “საქართველოს ბანკისაგან”. კერძოდ ბანკმა მოითხოვა, იპოთეკებით გათვალისწინებულ თანხებზე უფრო მეტი თანხები. კერძოდ დ. ვაიმანისაგან 24 000 აშშ დოლარი (ნაცვლად იპოთეკით გათვალისწინებული 13 000-ისა), ხოლო ი. მეიდარისაგან კი 13 000 (ნაცვლად იპოთეკით გათვალისწინებული 6 800 აშშ დოლარისა).
ბანკი უარს აცხადებდა ამ თანხების ჩარიცხვაზე მისი ოფიციალური საბანკო ანგარიშის მეშვეობით. ითხოვდა თანხის “ქეშად” მიტანას, ან რაღაც სპეცანგარიშზე შეტანას. ბოლოს კი შემოგვთავაზეს თანხების შეტანა “მარსის” ანგარიშზე. თურმე, ასეთი საბანკო ოპერაციის შემდეგ “მარსს” ნაკლები დავალიანება დარჩებოდა ბანკის მიმართ (ამ დროს, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, არანაირი ფინანსური ურთიერთვალდებულებები “მარსსა” და მყიდველებს შორის არ არსებობს).
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებულ იქნა თანხის დეპონირება ნოტარიუსის მეშვეობით. კერძოდ, ნოტარიუსმა ნონო ხოფერიამ მიიღო მის სადეპოზიტო ანგარიშზე დ. ვაისმანის მიერ იპოთეკით გათვალსიწინებული თანხა 13 000 აშშ დოლარი და შეატყობინა ბანკს, განეხორციელებინა დასახელებული თანხის მიღება. ბანკმა უარი განაცხადა აღნიშნული ქმედების შესრულებაზე და აღნიშნული თანხები დღესაც ირიცხება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების საფუძვლით საჯარო რეესტრს მოვთხოვეთ ქონებაზე ვალდებულების გაუქმება. რეეტრმა უარი განაცხადა ბანკის თანხმობის გარეშე. ბანკი სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ თანხას არ ღებულობს და პარალელურად, უარს აცხადებს ვალდებულების მოხსნისაგან (პირობა: 24 000 დ. ვაისმანისაგან “ქეშად”).
აღნიშნული ქმედება შეფასებულ იქნა, როგორც თანხის გამოძალვა და 2016 წლის 12 აპრილს სათანადო საჩივრით მივმართეთ მთავარ პროკურატურას, მაგრამ პროკურატურაში თავი შეიკავეს “საქართველოს ბანკი”-ს საქმის განხილვისაგან. ამ სქემით დაკარგეს ადამიანებმა ბინები და ფული.
2016 წლის ოქტომბერში ბანკმა იჩივლა სასამართლოში და მოითხოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ქონებების გადაცემა იმ საფუძვლით, რომ თურმე ისინი არ ასრულებენ იპოთეკით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. 2017 წლის იანვარში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დავით ვაისმანისა და იური მეიდარის სასარჩელო განცხადებები, მოიპასუხე “ს.ბ” მიმართ, სადაც მოთხოვნილია ჩემი მარწმუნებლების მიერ გადახდილი თანხების მიღება ბანკის მიერ და მათი ბინების იპოთეკური ვალდებულებებისაგან გათავისუფლება. სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე, ბანკმა მიმართა თბილისის “სააუქციონო სახლს” და მოითხოვა ქონების აუქციონზე გატანა, საფუძვლად კი აუქციონის სახლს დაუსახელა გარემოება, რომ თურმე ისინი არ ასრულებენ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალსწინებულ ვალდებულებებს. ამდენად, იპოთეკარმა “ს.ბ” არ მიიღო, დ. ვაისმანის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი (იგივეა რაც დეპონირება) თანხა, ხოლო იური მეიდარის შემთხევვაში, არ მისცა ანგარიშის ნომერი იპოთეკით ნაკისრი თანხის გადასახდელად და ქონება გაყიდა აუქციონზე. ამ ყოველივეთი მეიდარი და ვაისმანიო დაზარალდნენ. მზადდება სარჩელი საქალაქო სასამართლოში მოპასუხე “საქართველოს ბანკის” წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close