სხდომა

  • პოლიტიკაPhoto of პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

    პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

      „ჩვენი სოლიდარობა საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა. სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს,  ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივია ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ბიუროს სხდომაზე. მისივე შეფასებით, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილებები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე არ ააწყონ. „თქვენ გსურთ, რომ თქვენს კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენოთ უკრაინის ელჩის თანდასწრებით. ამის საშუალებას არ მოგცემთ. ჯერ რეგლამენტში გაერკვიეთ – როგორც რიგგარეშე სხდომაზე გქონდათ გაურკვეველი ფორმატები მოთხოვნილი, ახლაც ასე ითხოვთ გაუგებარ ფორმატებს. თქვენი საქციელი და ზურგის შექცევა, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არ ვიცი რა კოლეგიალობაში შედის საერთოდ. თუ ამის დემონსტრირება სურს ზოგიერთ კოლეგას ხვალ, პლენარულ სხდომაზე, ვურჩევ დაფიქრდნენ, ვინაიდან ნამდვილად არ იმსახურებს ამას უკრაინელი ხალხი. ასეთი ქცევა საქართველოს პარლამენტში მათ ხვალ არ უნდა ნახონ. სამწუხაროა, აქედანვე ჩანს, რა საქციელსაც ვიხილავთ ხვალ, სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილისგან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ახლა ბუნკერებში არიან, იბრძვიან, ყოველდღე კარგავენ ახლობლებს. როცა საუბრობთ საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაბმაზე უკრაინასთან, ცოტა მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს ყველამ ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, პარლამენტის წევრებმა, რომ ბრძნულად მიიღონ გადაწყვეტილებები და ყველაფერი არ ჰქონდეთ აწყობილი ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ბოლო დღეებში აგორებულია ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანია. „სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები ჩუმად არიან. რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოში რომ მუშაობს, ეს გასაგებია და ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ სხვა ტიპის დეზინფორმაცია, როდესაც ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას, ეს არის სწორედ პირველი ნიშანი იმისა, რომ გინდათ მოარყიოთ სახელმწიფო. ამიტომ, სამწუხაროა, რომ დისკრედიტაციაში მონაწილეობენ მათ შორის, ჩვენი კოლეგებიც. სოლიდარობა საქმით არის მნიშვნელოვანი და ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაც შევხვდი უკრაინის ელჩს, ვისაუბრეთ საჭიროებებზე და ამ საჭიროებებზე დაყრდნობით,  ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც წუხელ გაიგზავნა უკრაინაში, ასევე, უკრაინელი მოქალაქეების განთავსება საქართველოში.  ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ახლა  უკრაინელი დებისთვის და ძმებისთვის გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე.  წინა კვირას მრავალი ფორუმი და პლატფორმა გაიმართა და ოპოზიციამ არსად არ მიიღო მონაწილეობა, მხარდასაჭერად ხმაც არ ამოუღიათ. ამის ნაცვლად არის ხმამაღალი საუბარი ტელევიზიით, მედიით და სოციალური მედიით.  ჩვენ, როგორც უმრავლესობას და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს,  გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქმე იყოს წინ წამოწეული და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი მსჯელობების შესაძლებლობაც კი, სადაც პარლამენტის სახეს ვაჩვენებთ ასეთს, რომ არის კამათი ისეთ საკითხებზე, რომელიც საკამათო არ არის. არ არის საკამათო ჩვენი სოლიდარობა, არ არის საკამათო ის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა და სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივი ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში, მათ შორის, მათში, ვინც ახლა ზურგის  შექცევით დატოვა ჩვენი დარბაზი. ყველას მოგიწოდებთ, რომ ვიყოთ ძალიან მტკიცე და ამავე დროს ძალიან მშვიდი. როდესაც ვუყურებთ უკრაინელ ხალხს, ეს არის სიმტკიცე და ეს არის სიმშვიდე. ჩვენც ეს სიმტკიცე და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    Read More »
  • პოლიტიკაPhoto of ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ბოიკოტს აღარ უცხადებს

    ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ბოიკოტს აღარ უცხადებს

    ნაცმოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საქმიანობას ხელისუფლების ცვლილების ერთიანი სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. დღეს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას”…

    Read More »
  • სიღნაღის ამბებიPhoto of როგორ ,,შეჭამა” სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანების აიპ-მა 282 300 ლარის სუფსიდია

    როგორ ,,შეჭამა” სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანების აიპ-მა 282 300 ლარის სუფსიდია

      სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26 იანვრის სხდომაზე გატანილ საკითხებსა და მომხსენებელთა თავისმართლების არგუმენტებს, საკრებულოს ოპოზიციის ვნებათაღელვა მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა,…

    Read More »
  • სიღნაღის ამბებიPhoto of როგორ წარიმართა სიღნაღის საკრებულოს პირველი სხდომა

    როგორ წარიმართა სიღნაღის საკრებულოს პირველი სხდომა

     მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, პირველი სხდომა ჩატარდა. სიღნაღის საკრებულო არავის ჩამორჩენია და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, ლეგიტიმაცია, ბოლოს…

    Read More »
  • რელიგიაPhoto of ,,ეკლესია მიესალმება იმას, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაცია ნებაყოფილობითია”

    ,,ეკლესია მიესალმება იმას, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაცია ნებაყოფილობითია”

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და…

    Read More »
  • რელიგიაPhoto of ,,საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში”_ სინოდის განჩინება

    ,,საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში”_ სინოდის განჩინება

    საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა. სინოდის განჩინების ტექტს სრულად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში…

    Read More »
  • სამართალი და კრიმინალიPhoto of ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვანი განცხადება, დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ

    ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვანი განცხადება, დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ

       მოგეხსენებათ, რომ COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ იქნა…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of კახი კალაძე: ერთ ლარად საკუთრებაში გადავცემთ მიწის ნაკვეთებს

    კახი კალაძე: ერთ ლარად საკუთრებაში გადავცემთ მიწის ნაკვეთებს

    თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა.

    Read More »
  • მსოფლიოPhoto of რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს

    რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაზე განხორციელებულ დარტყმას „აგრესიის აქტი“ უწოდა. მისივე თქმით, სირიაზე დარტყმას გამანადგურებელი ეფექტი ექნება მთელს საერთაშორისო ურთიერთობების…

    Read More »
  • პოლიტიკაPhoto of ბორჯომის საკრებულომ დაპირისპირების საგნად ქცეული ხელფასები დაამტკიცა

    ბორჯომის საკრებულომ დაპირისპირების საგნად ქცეული ხელფასები დაამტკიცა

    ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. შემდეგ კი განიხილეს ხელფასების საკითხი. საკითხს, რომელიც 3 თვეა დიდი დაპირისპირების საგანი იყო…

    Read More »
Back to top button
Close