ცხოველთა სამყარო

,,ძალიან დაბალია მოქალაქეების ჩართულობა ქველმოქმედებაში და ზოგადად, სიკეთის კეთებაში”

,,გუშინ ,,თამაზ ელიბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის“ წარმომადგენლები ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ცნობილ თუ ნაკლებადცნობილ რესტორანს ვესტუმრეთ იმ მოტივით, რომ ნარჩენი საკვებით დახმარებოდნენ თავშესაფრის ბინადრებს.
პირველად ,,რივერსაიდ ბაბილოსთან“ გაჩერდა doghomemobile. კართან სოლიდურად ჩაცმული მენეჯერი შემოგვხვდა და ვიდრე კლიენტები ვეგონეთ, თავაზიანად მიგვითითა რბილი სავარძლისკენ. თავადაც მედიდურად ჩაინთქა ძვირადღირებულ სავარძელში და მოსასმენად მოემზადა. სამწუხაროდ, როგორც კი თავი წარვუდგინეთ მისი იმედით ანთებული თვალები იმთავითვე ჩაქრა. კატეგორიული ტონით განაცხადა, – რას ამბობთ, საკვებს მე სამზარეულოში ვერ გავაჩერებ, თუნდაც თხუთმეტი წუთით. ჩვენთვის ნარჩენები ნაგავია და იმ წამსვე გააქვთ ჩვენს თანამშრომლებს გადასაყრელადო.
ავუხსენით, რომ გადაყრას ჯობია მშიერი სულიერი დააპურონ და მადლში ჩაეთვლებათ, მაგრამ მტკიცედ გაიმეორა პასუხი და თავაზიანად დაგვემშვიდობა.


რაც შეეხება სხვა რესტორნებს, როგორებიცაა – ,, კრუიზი – Cruise Hotel & Restaurant “, ,, Golden Mug/ოქროს კათხა“, ,, ლუდის მოედანი” , ,, რესტორანი ლაკადა/Restaurant Lakada“, “კამერონი “, სასტუმრო ,,დალასი“, ,,უზბერკა“, ,, Taglaura” – გვითხრეს, რომ ძალიან ცოტა ნარჩენები რჩებათ, რომლითაც კვებავენ რესტორნებთან მიკედლებულ ძაღლებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ რატომღაც იმ ტერიტორიაზე ერთი ძაღლიც კი არ დაგვინახავს…

.

.

ერთგან ისიც გვითხრეს, კატები შემოგვეჩვივნენ და იქნება მომაშოროთ, გადამირიეს კლიენტებიო.
რესტორნების ადმინისტრაციის ნაწილმა განაცხადა, რომ უკვე ეხმარებიან სხვადასხვა ფერმერებს და თავაზიანად მოგვიბოდიშეს, რომ ვერ შეძლებდნენ ძაღლების დახმარებას. ასეთებია, მაგალითად, ,, მწვადიაური/mwvadiauri “, ,, ძველი დუქანი“, ,, Restaurant Faetoni / რესტორანი ფაეტონი “, ,, ჭაშნაგირი / Chashnagiri“, ,, TSISKVILI GROUP – წისქვილი ჯგუფი “, ,, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი”/Restaurant “Tbilisuri Mukhambazi” “…

.

.

 

ერთადერთი ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა და დაგვპირდა, რომ აუცილებლად შეაგროვებენ ჩვენი ბინადრებისთვის საკვებს, ეს არის რესტორანი Restorani Keria – რესტორანი კერია“ რომლის მენეჯერს და ადმინისტრაციას ძალიან უყვარს ცხოველები და სიამოვნებით ერთვებიან ამ ქველმოქმედებაში.
როგორც ხედავთ, ძალიან დაბალია მოქალაქეების ჩართულობა ქველმოქმედებაში და ზოგადად, სიკეთის კეთებაში.
ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენი და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი შემდეგ განცხადებას აკეთებს: ,, ილიას უთქვამს, კაცი თავისი გაკეთებული საქმით ფასობსო. რა თქმა უნდა, ასეა. რესტორანი ,,ბაბილოს“ მენეჯერს კი კაცობასთან და ადამიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ის არის ტიპიური მაგალითი არაკაცობის!“.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close