რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

ხეზე ჯაჭვით მიბმული ავადმყოფი ძაღლი, რომელსაც არც საჭმელი ჰქონდა და არც წყალი

ძაღლი (ხვადი, 3 წლის) ვიღაც უგულო ადამიანს ხეზე ჯაჭვით მიუბამს მარშალ გელოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ მოპირდაპირე მხარეს, უკაცრიელ ადგილას. ის თამარ ადორნელმა იპოვა, ჯერ საჭმელი და წყალი მიაწოდა ძაღლს, შემდეგ ჩვენი თავშესაფრის ადმინისტრაციას შეატყობინა მის შესახებ. თავშესაფრის ოპერატიული ჯგუფი მაშინვე მივიდა მითითებულ მისამართზე. ძაღლი იმაზე უარეს მდგომარეობაში დაგვხვდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ბეწვგაცვენილი, გაძვალტყავებული და შეშინებულია.

კლინიკა ,,აიბოში“ მივიყვანეთ და დემადეკოზის ანალიზი ავუღეთ. პასუხი ხვალ იქნება, თუმცა დიდი ვეტერინარული განათლება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ძაღლს კანის დაავადება აქვს. როცა პასუხი დანამდვილებით გვეცოდინება, დავიწყებთ შესაბამის მკურნალობას. ამ საქციელის ჩამდენი კი სავარაუდოდ, თავისუფლად დადის დედაქალაქის ქუჩებში…

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close