საინტერესო

ყოველი წლის 7 მაისს თბილისში ბედნიერების წვიმა მოდის

„რატომ წვიმს თბილისში ყოველ 7 მაისს?“ – ამ კითხვაზე  ფეისბუქგვერდ “ჩემს ქალაქს”  აქვს პასუხი. გვერდმა  გასული წლის  7 მაისს,  სოციალურ ქსელში  ტფილისში გადაღებული  ფოტო გამოაქვეყნა და საინტერესო ისტორია გვიამბო. როგორც ვხედავთ ტრადიცია არც წელს დარღვეულა და თბილისში დღესაც წვიმს, თუმცა ჩვეულებრივი არ გეგონოთ, ის ბედნიერების წვიმაა:

„საინტერესო ისტორია თუ რატომ წვიმს თბილისში ყოველ 7 მაისს?

დღეს 7 მაისია, ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
არ მახსოვს თბილისში 7 მაისს, რომ არ ეწვიმოს! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.

ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, გუშინ თქვენთვის ისევ გაწვიმდა!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close