,,დღეს ჩემს უბანში – ვერაზე, თბილისის ცენტრში – ნაგვის ბუნკერთან მოხუცი კაცი დავინახე, საბრალო ხმით ოც თეთრს ითხოვდა. კარგა გვიან იყო უკვე… ადრეც მინახავს აქ ეს კაცი, სადღაც ახლოს ცხოვრობს, პატარა “კალიასკა” ჰყავს და იქ აგროვებს ნაგავში ნაპოვნს… სულ ვეხმარებოდი, აქაც დამიწერია მის შესახებ. მცნობდა და სულ უარზე იყო, ხუთლარიანსაც არ მართმევდა… ძალით ვაძლევდი ხოლმე.

ახლა – ოც თეთრს ევედრებოდა გამვლელებს… ეტყობა, დემენციაც დაეწყო გაჭირვებისგან, სიცივისგან, რადგან ადრინდელივით ვეღარ მიცნო. დიდი დღე არა აქვს ალბათ დარჩენილი.

ქვემოთ კონტრასტისთვის: ძაღლების მოყვარულების გრძნობებზე მოთამაშე დენდი, უზრუნველი ხელისუფლების სახე, მომავალი მერობის კანდიდატი. ეტყობა, რომ გაიგებს განწირულთა გულისტკივილს, არა?“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია და კახი კალაძის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ძაღლთან ერთად ქუჩაში დასეირნობს.

 

 

 

კომენტარები
Загрузка...