რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რა საერთო აქვთ ხვარამზესა და ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”-ს ყოფილ ვარსკვლავს, მზეო სამუკაშვილს?

ჩემი რესპოდენტი მაღალი, თხელი, ლამაზი და თავმდაბალი უბრალო გოგოა. იმდენად უბრალო, რომ ნახევარზე მეტმა საქართველომ არც კი იცის, რომ ქართულ მხატრულ ტანვარჯიშში მნიშვნელოვანი წინსვლა სწორედ მის სახელთან და გვართან არის დაკავშირებული.

 მზეო სამუკაშვილი საზოგადიებამ უფრო ახლოს პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო, რაშიც დიდი წვლილი ქართული სამეჯლისო ცეკვების პრეზიდენტს და იმხანად პროექტის დამდგმელ ქორეოგრაფს, გიგი გაჩეჩილაძეს მიუძღვის. თუმცა სჯობს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. euronews.ge მზეო სამუკაშვილს ესაუბრა:


_ მხატვრული ტანვარჯიში შენი საყვარელი სპორტი არ ყოფილა. 8 წლისა ვიყავი, როცა ამ სპორტზე შემიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უნდოდათ რაიმეთი დაკავებული ვყოფილიყავი. ამ ასაკში არც ერთ ბავშვს არ უნდა დატვირთული იყოს ვარჯიშებით. მე უფრო ბალერინობა მინდოდა. ბალერინას თეთრი კაბის ჩეცმა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ რეალობა არის ის, რომ იქ სადაც მე ვვარჯიშობდი ბალეტის სკოლა არ იყო.
_ ნანობთ ტანმოვარჯიშე რომ გახდით?
_ არა, რას ამბობთ, პირიქით. მხატრულ ტანვარჯიშზე ბავშვები 4 წლის ასაკიდან მიჰყავთ. მე ძალიან გვიან მიმიყვანეს. ადრე რომ მივსულიყავი, ალბათ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევდი ამ სფეროში, თუმცა საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ვარ. ასევე, ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი. სხვადასხვა ტურნირების გამარვებული და პრიზიორი. 2009 წელს მომანიჭეს მსოფლიო დონის ტანმოვარჯიშის წოდება.

სამწუხაროდ, 2011 წელს დავასრულე ჩემი სპორტული კარიერა, ტრამვის გამო.
 _ საკმაოდ წარმატებული ყოფილხართ, თუმცა მოკრძალებული, რადგან საზოგადოება ნაკლებად გიცნობთ…
_ არა, რა თქმა უნდა, ქართულ სპორტს როგორც ვიცით მაინცდამაინც არ ექცევა ქვეყანაში დიდი ყურადღება. მითუმეტეს, ამ სფეროს. აქ მხოლოდ ფეხბურთს, რაგბის და ჭიდაობას ჰქვია სპორტი, მაგრამ ეს აქ სალაპარაკო არაა…
 _ კარგით, ახლა ის მითხარით,  როგორ მოხვდი პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში”, რომელმაც ერთ ღამეში ცნობადი სახე გაგხადათ? 
_ თავდაპირველად, რატომღაც არარეალურად მეჩვენებოდა პროექტში მოხვედრა. ერთ მშვენიერ დღეს კი დამირეკეს და მითხრეს – ,,გამარჯობა  მზევინარ, ტელეიმედიდან გირეკავთ, თქვენ კანდიდატურას განვიხილავთ პროექტში -,,ცეკვავენ ვარსკვლავები” და გთხოვთ, მობრძანდით ჩვენთან. გვინდა, რომ გაგესაუბროთ”. ძალიან გამიხარდა. მივედი იმედში. მაშინ გიგი გაჩეჩილაძე იყო მთავარი ქორეოგრაფი, რამოდენიმე მოძრაობა გამაკეთებინა და მითხრა, რომ მივიღებდი მონაწილეობას და ვიქნებოდი ერთ-ერთი ვარსკვლავი.
 _ რას მოელოდი იქ და რა დაგხვდათ? 
– ველოდებოდი, რომ ძალიან ბევრს გავერთობოდი, ყველაფერი იქნებოდა ძალიან მარტივი, უცებ ვისწავლიდი ყველაფერს. ფიზიკურად მომზადებული ვარ, პლასტიკაც მაქვს და მეგონა, ძალიან ადვილი იქნებოდა ჩემთვის ცეკვა, მაგრამ დამხვდა ბევრი სამუშაო და ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. რეალურად, სანერვიულო მომემატა. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოდ მახსენდება მთელი ის პერიოდი, რომელიც იქ გავატარე.
როდესაც მივედი, თავიდან ყველა ძალიან მეგობრულად მექცეოდა , რადგან პროექტში  მოხვედრამდე ერთმანეთს ვიცნობდით. ვერ ვიტყვი, რომ კონკურენცია აშკარად იგრძნობოდა. 4 ცეკვა შევასრულე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. დასასრულისკენ, რადგან ყველა იბრძვის გამარჯვებისთვის და მდგომარეობაც შეიცვალა… არც ამ საკითხებზე მინდა ახლა საუბარი.


_ შენს მეწყვილეზეც მოგვიყევი… 
_ ჩემი მეწყვილე გახლდათ ლევან ახვლედიანი. უმაღლესი მოცეკვავე  და თავისი საქმის პროფესიონალი. კენჭის ყრით ჩვენი დაწყვილება არ მომხდარა, სიმაღლის მიხედვით შეგვარჩიეს. მეწყვილეში ნამდვილად გამიმართლა. ორივე შრომის მოყვარე ადამიანი შევხვდით და კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, ძალიან არ ვჩხუბობდით… თუმცა ვფიქრობ, დრო არ გვეყო მომზადებისთვის. სპორტული სამეჯლისო ცეკვები ძალიან სპეციფიკურია. შორიდან ჩანს, რომ ადვილია, მაგრამ იმდენი ნიუანსია, რომ წლები სჭირდება კარგად რომ ისწავლო და ფართო საზოგადოების წინ იცეკვო. დიდი გამბედაობაც არის საჭირო.

ლევანი მოქმედი მოცეკვავეა და ხშირად უწევდა საზღვარგარეთ, ტურნირებზე გამგზავრება. მაგალითად, ერთხელ იტალიაში მიდიოდა  და თავისი მოსწავლეები დამიტოვა – ნათია და გიორგი. ამ ადამიანებს უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. ღონისძიების დაწყებამდე რამოდენიმა საათით ადრე ჩამოვიდა ლევანი. ნახევარი დღე გვქონდა ვარჯიშისთვის დარჩენილი. მიუხედავად ამისა, საუკეთესოს შევასრულეთ  “გეტსბი”. კინო ტური იყო და 5 შეერთებული სტილი ვიცეკვეთ ერთად. ლევანის რეპეტიციებზეც ხშირად მიწევდა მისვლა. ვუყურებდი, როგორ ცეკვავდა თავის მეუღლესთან, ლელა ბაზალთან ერთად. ლელაზე მეც შეყვარებული ვარ, ისეთი მაგარი მოცეკვავეა. კი არ ცეკვავდა, დაფრინავდა. ამის შემდეგ, ცოტა მრცხვენოდა კიდეც ლევანისთან წყვილში დადგომა. საკუთარი თავი მეგონა ძალიან მძიმე და მოუქნელი…
ჩემი თავით არ ვიყავი კმაყოფილი. უფრო მეტი მინდოდა, გამეკეთებინა, მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები.. თამამი მინდოდა ვყოფილიყავი ცეკვაშიც. არადა, დაძაბულობას ვერ ვიხსნიდი და ვნერვიულობდი. რეპეტიციაზე უფრო კარგად გამომდიოდა ცეკვა, ვიდრე მაყურებლის წინ. ცეკვის დაწყებამდე ლევანისა და ჩემი კოსტუმი ერთმანეთს წამოედო. სხვა გზა არ მქონდა და ფორმა გავხიე, თუმცა მაინც ვერ მოვასწარით და ერთ ტაქტით დავაგვიანეთ. ვიგრძენი, რომ ავურიე, რამაც მაგრად მანერვიულა. მაინც არ ვთვლი, რომ ცუდად ვიცეკვე. დასაწყისისთვის კარგი იყო.( იღიმის)
 _ პროექტი რომ დატოვე, მაშინაც ინერვიულებდით…
_ თავიდან დამწყდა გული, რადგან ზუსტად ქართული ცეკვის ტურის წინ გამოვარდი. ჩემი ოცნება ქართული ცეკვის შესრულება იყო. ცეკვა ,,დაისიდან”  მინდოდა შემესრულებინა, მაგრამ ვფიქრობდი, როგორც წარმოშობით ფშაველს, ამ კუთხის ცეკვას შემასრულებინებდნენ. მოფიქრებულიც მქონდა, ჩემი წინაპრის, ხვარამზეს სიმღერის ფონზე ,,ვერცხლის თასადამც მაქცია” მეცეკვა.

როცა ჩემთვის პროექტი დამთავრდა, ვიგრძენი, რამდენი თავისუფალი დრო გამიჩნდა. რაც მთავარია გამოვიძინე.


_ ნუცა ბეზალაძე პროექტს ტრავმის  გამო გამოეთიშა, თუმცა მას მისცეს შანსი, კვლავ მიეღო მონაწილეობა პროექტში. ასეთი შანსი თქვენთვისაც რომ მოეცათ, მიიღებდით მონაწილეობას?
_ არა, რას ამბობთ, არავითარ შემთხვევაში. ნუცა გავარდა ტრავმის გამო, მოიტეხა ფეხი…. ეს მეორე შანსი იყო მისთვის მნიშვნელოვანი და უნდა მიეცათ კიდევაც. რომ არ მიეცათ, ძალიან დამწყდეოდა გული. ჩემს შემთხვევაში კი მე თავად დავტოვე პროექტი, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხალმა, რასაც სრულიად სამართლიანად ვთვლი.

 _ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” VII სეზონის მონაწილეებს რას უსურვებთ და თუ გყავს ფავორიტები?
_ ვუსურვებ გამძლეობას.  რთულია ფიზიკურად, ვიცი, რომ არა მხოლოდ ვარსკვლავებსთვის არამედ პროფესიონალებისთვისაც. ვუსურვებ, რომ არ დაიშურონ ემოცია და ისიამოვნონ. ჩემი ფავორიტები არიან: სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია. ორიგინალური და მაგარი ნომრები აქვთ. გიორგიმ და ჯულიანამ ერთმანეთს კარგად გაუგეს  და ყოველთვის ველოდები მათ გამოსვლასაც.
 _ წეღან ახსენეთ, ხვარამზე ჩემი წინაპარიო. თუ შეიძლება, ამაზე გვითხარით რაიმე? 
_ სამუკაშვილები ფშაველები ვართ. ხვარამზე იყო სამუკათ ასული. გვარები როგორ ყალიბდებოდა იცით ალბათ. ძველად, დიდი ოჯახები იყო, მერე ისინი იყრებოდნენ და ოჯახის თავკაცის სახელიდან ახალი გვარი ყალიბდებოდა. ამ შემთხვევაში ჩემი გვარის ფუძე – სამუკა, კაცის სახელიდანაა წამოსული. სახლში გვაქვს ვერცხლის შიბი, რომელიც ჩვენი გვარის ქალებზე გადადის. ბებია-პაპა ამბობდნენ, რომ ეს ხვარამზეს ნაქონი ნივთია. ეს მე მამიდამ გადმომცა. მეც, ასევე, თავის დროზე ჩემს დისშვილს გადავცემ …

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close