რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პორტუგალიაში საქართველოს ელჩის სკანდალური დეკლარაცია

   თანამდებობის პირები მდიდრდებიან, გაღატაკებული საქართველოს რიგითი მოქალაქეები კი კვლავ ოცნებობენ.
  ამჟამად გთავაზობთ პორტუგალიაში საქართველოს ელჩის, რევაზ ბეშიძის ქონების სიას, რომელიც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან არის მოპოვებული:
   3 ბინა, 2 საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი, ავტომობილი და ავტოფარეხი… როგორც ბეშიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის 100,00%-იან საკუთრებაშია 1953 წელს, სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაცემული, 150,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ქალაქ სოხუმში, გულიას ქუჩაზე. ასევე, 2009 წელს, 80000,00-დოლარად ნაყიდი, 183,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის ქუჩაზე და ამავე მისამართზე არსებული 16,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
 ბეშიძის საკუთრებაშია 2000 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 100,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის სოფელი ლიხეთში და ამავე მისამართზე არსებული 800,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. ასევე, 2013 წელს ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა Honda CR-V, რომელშიც, დეკლარაციის თანახმად, 1 500 000,00 იაპონური იენია გადახდილი (თანხა, დაახლოებით, 33 ათასი ლარია).
  გარდა ამისა, ოჯახი კიდევ ორ უძრავ ქონებას ფლობს, რომელიც ბეშიძის მეუღლის საკუთრებაშია. დეკლარაციის თანახმად, რუსუდან ბარკალაია ფლობს 1993 წელს, მემკვიდრეობით მიღებულ, 200,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს ქალაქ სოხუმში, პუშკინის ქუჩაზე. ასევე, 2001 წელს, 11000,00-დოლარად ნაყიდ 67,00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, დიღმის მასივში. რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, წლის განმავლობაში მათი შემოსავალი მხოლოდ რევაზ ბეშიძის მიერ, პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღებული, 56 982,00 ევრო იყო. დეკლარაციის შევსების მომენტში, რევაზ ბეშიძეს ,,თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1592,17 ლარი, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე 31 504,00 დოლარი ჰქონდა. Caixa Geral de Depositos-ის მიმდინარე ანგარიშზე კი, 19 032,52 ევრო. გარდა ამისა, რევაზ ბეშიძეს ნაღდი ფულის სახით 2 500,00 ევრო (დანაზოგი), ხოლო რუსუდან ბარკალაიას 2 000,00 ევრო (დანაზოგი) ჰქონდა.
   დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რევაზ ბეშიძეს ქალაქ სოხუმის საშემნახველო სალაროში (N3482) 1991 წლის მდგომარეობით, ანაბარზე 10000,00 რუბლი ჰქონდა. რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციის მიხედვით, რევაზ ბეშიძეს, ლისაბონში, საცხოვრებელი ბინის (რეზიდენცია) ქირავნობა ყოველთვიურად 1800,00 ევრო უჯდება. გასულ წელს კი, ჯამში 19800,00 ევრო გადაუხდია. აქვეა აღნიშნული, რომ რევაზ ბეშიძემ 2016 წელს, კომუნალურ გადასახადებში 2 100,00 ევრო დახარჯა. რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რევაზ ბეშიძემ 2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსავლის სახით, 57 150.00 ლარი მიიღო. 2014 წელს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან სადაც ის საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო 48 500.00ლარი აქვს მიღებული. ამავე თანამდებობიდან, 2013 წელს, 7 020.00 ლარი მიუღია. ამავე წელს აქვს მიღებული 114 840.00 დოლარი იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობისთვის. რაც შეეხება 2012 წელს, ბეშიძეს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობისთვის 138147.00 დოლარი აქვს მიღებული.
 ცნობისთვის, აღნიშნულ თანამდებობას ბეშიძე 2009-2013 წლებში იკავებდა.
წყარო: on.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close