პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე მესიად გამოცხადდა, ნიკა ქავთარაძე კი მესიის მახვილად

არსებოდნენ მაგალითად „მარიხუანისტები“, რომლებიც მარადჟამ პროტესტის ნიშნად დაბოლილები დადიოდნენ, იყვნენ, აგრეთვე იდუმალებით მოცული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც არა მთლიანად მიხეილ უმიწაწყლოს, არამედ მის კონკრეტულ ნაწილს აღმერთებდნენ.
დიდი აჟიოტაჟია „გირჩის“ გარშემო, რადგან მათ ახალი რელიგიური გაერთიანება დაარეგისტრირეს და შეიძლება სულ მალე ქადაგებაც დაიწყონ. თუმცა ქართველი ხალხი ცოტა უფრო ინფორმირებული რომ ყოფილიყო, ამ ფაქტს ამხელა რეზონანსი არ მოჰყვებოდა, რადგან რელიგიური ფანატიზმის და დივერსიის პრობლემა ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში ყოველთვის არსებობდა,ზოგი დაფარულად,ზოგი კი ღიად თაყვანს სცემდა სხვადასხვა „რამეს“, დიახ რამეს და არა რომელიმე რელიგიურ ან იდეოლოგიურ დაჯგუფებას.

რელიგიურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ „ვარდებისრევოლუციისტები“ – რელიგიური დაჯგუფება, რომელიც არის გარკვეული სახის განშტოება „ნაც-სექტისა“ რადგან ისინიც სხვების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილ-უმიწაწყლოს ადიდებენ და თაყვანს სცემენ, თუმცა მათი ლოცვა და რელიგიური რიტუალები განსხვავდებოდა. მათ ჰქონდათ ისლამური „შაჰსეი-ვაჰზსეის“ მსგავსი თვითგვემის რიტუალები. მაგალითად – ზონდერებს აცემინებდნენ თავს, ცოცხებით იგვემდნენ ტანის უკანა ნაწილს, რუსთაველზე დაცურავდნენ თავისივე სისხლში და ა.შ. .ასეთები იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, მოგივანებით მათ შეუერთდა ნიკა ქავთარაძე. ამ პარტიაში სხვა შეხედულებაც არსებობდა. არსებოდნენ მაგალითად „მარიხუანისტები“, რომლებიც მარადჟამ პროტესტის ნიშნად დაბოლილები დადიოდნენ, იყვნენ, აგრეთვე იდუმალებით მოცული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც არა მთლიანად მიხეილ უმიწაწყლოს, არამედ მის კონკრეტულ ნაწილს აღმერთებდნენ.

თუმცა კმარა მათ წარსულში ქექვა. დროა საქმეზე გადავიდეთ. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, „გირჩმა“ უკვე შეიმუშავა ქვაკუთხედი რელიგიისა – ძირითადი დოგმატიკა, რომლის მიხედვითაც პარტია „გირჩში“ გაქუმდება პარტიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები. ამის ნაცვლად ზურაბ ჯაფარიძე დიად მესიად, ხოლოდ ნიკა ქავთარაძე მესიის მახვილად გამოცხადდება. რელიგიურ დღესასწაულად გამოცხადდება 17 მაისი- „ზონდერთა აღდგინების დღე“. დილით ჩატარდება წირვა-ლოცვა, სადაც ჩოქვით ჩაკოცნიან მიხეილ უმიწაწყლოს გიგანტურ ძეგლს (ვისაც სად უნდა) და ამის მერე გაიმართება გრანდიოზული სვლა რუსთაველისაკენ, სადაც სახალხოდ იცურავებენ თავიანთ სისხლში და საკუთარ გავაში წიხლსაც ამოიცხებენ.

საბოლოოდ,  „გირჩი“ მაინც არ აპირებს შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა და შეეცდება ახალგაზრდების ჯარში არგაშვებისა და მაგრად დაბოლების გზით, გადაარჩინოს საქართველო.

წყარო: bstv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close