საზოგადოება

SOS! ,,წყლის მომარაგების კომპანიამ სემეკში შეიტანა განაცხადი და ითხოვს წყლის ტარიფის გაორმაგებას”

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისის წყალთან აქცია გამართეს. გიორგი გუგავა – პარტიის პოლიტიკური მდივანი:

,,ყაჩაღი ბანკირების ხელისუფლებამ თბილისის წყლის კომპანია ჯერ თაღლითურად გადასცა საქართველოს ბანკს და ახლა ბანკმა მოითხოვა ტარიფის გაზრდა წყალზე. წყლის მომარაგების კომპანიამ სემეკში შეიტანა განაცხადი და ითხოვს წყლის ტარიფის გაორმაგებას. მალე ალბათ კრედიტით და პროცენტებით მოგვიწევს წყლის ტარიფის გადახდა, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა დარჩება ამ სასიცოცხლო რესურსის გარეშე.

ეს არის სოციალური გენოციდი, ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა ხელი აიღონ ამ მავნე ყაჩაღურ გადაწყვეტილებაზე, ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას თუ ისინი წავლენ ამ ძარცვაზე, მიიღებენ მშიერი მოსახლეობის ბუნტს. როდესაც პურს ართმევ, წყალს ართმევ, შუქს და გაზს ართმევ გაავებული, აშიმშილებული მოქალაქე აუცილებლად მოგადგება და გამოგაძევებს იმ კაბინეტებიდან”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close