ეკონომიკაკატეგორიის გარეშე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანი „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

12 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „კაიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 185 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 110 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 150 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

 კომპანია „კაია“ ქართული მძიმე მრეწველობის სექტორში საქმიანობს. ის 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სამშენებლო და სახარჯ მასალებს.მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. კომპანია პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.

„ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად კომპანიამ მიიღო „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს  245 000 ლარს, საიდანაც კომპანიის მხრიდან გასაწევი ხარჯი მხოლოდ 7000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და  გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ილია ბაჩანიძემ.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და  „კაია“-ს უკვე მესამე წარმატებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბანკის პარტნიორ კომპანიასთან „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ „კაია“ მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ  წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close