რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

“Secret Santa”-ს საჩუქრები საქართველოს ფოსტის კურიერმა მიითვისა

  საქართველოს პროკურატურა “Secret Santa-ს” პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის კურიერის მიერ ამანათების შესაძლო მითვისების საქმეს იძიებს. საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკვე დაიბარეს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ნინიკო რობაქიძე. მისი თქმით, მას დღეს, 24 აპრილს დაურეკეს და უთხრეს, რომ პროკურატურაში 25 აპრილს “Secret Santa-ს” პროექტში კურიერის მხრიდან ამანათების შესაძლო მითვისების საქმეზე უნდა მივიდეს.
“Secret Santa” საქართველოს ბანკის პროექტი იყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო პროექტში ჩართულიყო და გაეცა და მიეღო უცნობი ადამიანისგან საახალწლო საჩუქარი. ნივთების უფასოდ ტრანსპორტირება საქართველოს ფოსტას ევალებოდა. გამოძიება, სავარაუდოდ, ფოსტის თანამშრომლის ქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close