პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმას ჟურნალისტებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს განცხადება:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close