საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები, ევექსის კლინიკების ქსელში, შეღავათიანი პაკეტით ისარგებლებენ

2020 წლის  23  ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და  ევექსი კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ასოციაციის წევრი ადვოკატები ევექსი კლინიკების ქსელში მათზე მორგებული სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პაკეტით ისარგებლებენ.

პაკეტი მოიცავს ფასდაკლებებს ლაბორატორიულ, დიაგნოსტიკურ და   მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე, მათ შორის, ექოსკოპიაზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. ფასდაკლება ვრცელდება სტომატოლოგიურ მომსახურებაზეც.

ასოციაციის მოქმედ 5000-მდე ადვოკატს სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 32 კლინიკაში და ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

ევექსი კლინიკები ზრუნავს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე და ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით, ხოლო ადვოკატთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წევრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ევექსის და ასოციაციის თანამშრომლობით შემუშავდა სამედიცინო პაკეტი, რომელიც მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან კვლევას ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის პროგრამებისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურებების მისაღებად.

 

 

Related Articles

Back to top button
Close