რედაქტორის გვერდისაზოგადოება

“ხელისუფლებამ ისე შეასრულა დაკვეთა, ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველიც კი არ მოუთხოვია”

“ბატონ კალაძეს ვინმემ შეახსენოს, ჩვენ ,,გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროვებას ვითხოვთ და არა მის მიერ ,,მილანთან” დედებულ ხელშეკრულებას, რომელიც პირადი და კერძო ხასიათისაა. ხელშეკრულება, რომელსაც ხელისუფლება ,,ოკუპანტ” ქვეყანასთან დებს, ნამდვილად საინტერესოა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ახლა მთლად თვალებსაც ნუ აგვიხვევთ. ეკონომისტები შეიძლება არ ვართ ყველა, მაგრამ იმდენს მაინც ვხვდებით, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი არაა. სხვა გზა ჩვენ კი არა, რუსეთს არ ჰქონდა.
რუსეთს, ირანსა და სომხეთს იმის ელემენტარული საშუალება რომ ჰქონდეს, გაზი სომხეთს საქართველოს გარეშე მიაწოდოს, რაზეც ხელისუფლება აპელირებს, ქვეყანას ამ სქემიდან დიდი ხნის წინ ისე ამოაგდებდნენ, რომ საერთოდ არაფერს ჰკითხავდნენ. ეს ხელშეკრულება ჰაერივით სჭირდებოდა რუსეთს იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ვიღაცისთვის გაზის ტრანზიტის საფასურის ნატურით გადახდის პრეცედენტი. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისე შეასრულა რუსეთის დაკვეთა, სანაცვლოდ, ის საცოდავი ბიჭიც კი არ მოუთხოვიათ, რომელიც ცხინვალის ციხეში უდანაშაულოდ ზის.
P.S. გახსოვდეთ, ადრე თუ გვიან ამ კაპიტულანტური კონტრაქტისთვის პასუხს მოგთხოვენ!” _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close