რედაქტორის გვერდი

ტრამპმა ერაყელებს ამერიკაში შესვლის უფლება მისცა

 ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ორშაბათს პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა მის განახლებულ სააღსრულებლო ბრძანებას, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში შემოსვლას ემიგრანტებისთვის მუსლიმური ქვეყნებიდან, მაგრამ ერაყის მოქალაქენი ამოღებულ იქნენ სიიდან.

ბრძანება, რომელიც გამოდის დაახლოებით ერთი თვის შემდეგ რაც ფედერალურმა მოსამართლეებმა დაბლოკეს ტრამპის იანვარში გამოსული აკრძალვა 7 მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეების არ შემოშვების თაობაზე, არ შეეხება ადამიანებს, ვინც მანამდე მიიღო ვიზა.ტრამპის სამოგზაურო აკრძალვა გადახედილ იქნა და ერაყელები ამოღებულნი არიან სიიდან.

ეს ბრძანება განხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, რომ არ მივიღოთ ქაოსი, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადების შესაბამისად
მისტერ ტრამპმა პირველ აკრძალვას დიდი თავმოწონებით მოაწერა ხელი რეპორტიორების პირისპირ პენტაგონში. “ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი აქ,” თქვა მან ისლამისტ ტერორისტებზე.” ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არ ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში იმ საფრთხეებს რასაც ჩვენი ჯარისკაცები ებრძვიან საზღვრებსგარეთ. ჩვენ მხოლოდ გვინდა რომ მივიღოთ ისინი ვინც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ძლიერ შეიყვარებს ჩვენს ხალხს.”

ეხლანდელი ხელის მოწერის დროს მან არჩია პრივატულობა. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა არ გააკეთეს არანაირი კომენტარი.

ერაყის სიიდან ამოღება მოხდა უსაფრთხოების აგენტებთან ბაღდადში წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების ჩინოვნიკების ზეწოლით, რომლებმაც თქვეს რომ აკრძალვა შეარყევდა სტაბილურობას მოკავშირე მთავრობასთან.

“მოლაპარაკებების საფუძველზე, რომლებიც განხორციელდა ერაყის მთავრობასა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტს შორის გასულ თვეს, ერაყი გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს შეერთებულ შტატებთან, უფრო საფუძვლიანად შეამოწმებს თავისი მოქალაქეების საიმედოობას ვისაც უნდა რომ მიიღონ ამერიკის ვიზა.” განაცხადა შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა.
ახალი ბრძანება დაყოვნებულ იქნა ერთი კვირით, რათა თეთრ სახლს შეძლებოდა უკეთესად მოეხდინა კოორდინირება ფედერალური სააგენტოების აქტივობებთან და რომ გაეზარდათ მისი საჯარო გავლენა მაქსიმალურად.

აკრძალვის გამოშვების თარიღი გათვლილი იყო რომ დროულად მოეხდინა თეთრი სახლის პოლიტიკური ნარატივის გადატვირთვა. ტრამპის დაპირება არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ტერორისტებისგან ამერიკის დაცვაზე იყო ქვაკუთხედი, რომლის მეშვეობით მან თეთრკანიანი მუშა კლასის ხმები მოიგო.

“უმეტესობა პიროვნებებისა, რომლებიც დაკავებულ იქნენ ტერორიზმისთვის და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 9/11 შემდეგ, არიან უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულები.” თქვა პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს, კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე გამოსვლისას, სადაც მან დაადასტურა თავის განზრახვა, რომ ააშენოს კედელი მექსიკასთან და “მოიგოს” ომი “რადიკალურ ისლამისტურ ტერორიზმთან.” – ფრაზა რომელსაც ობამა ერიდებოდა რომ გამოეყენებინა.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტერორიზმი ჩამოყალიბდეს ამერიკის შიგნით. და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თავშესაფარი ექსტრემისტებისთვის.” დაამატა ტრამპმა.
კრიტიკოსები დავობენ, რომ ტრამპის ფიცი დააწესოს უმკაცრესი შემოწმება მიგრანტების, განსაკუთრებით ომით გახლეჩილი სირიიდან, უარყოფს უკვე არსებულ უმკაცრეს შემოწმებას. ასევე ფაქტია რომ არცერთი ბოლო ტერორისტული აქტებიდან რომელიც განხორციელდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არ ჩაუდენია პირს ჩამოსულს აკრძალული ქვეყნების სიიდან.
გასულ კვირას AP -ის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეობა ნაკლებად არის საფრთხის ინდიკატორი.
შინაგანი უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა ორშაბათის ინტერვიუს დროს უარყვეს ეს ინფორმაცია და თქვეს, რომ ეს იყო ამოღებული საჯარო რესურსებიდან და იყო ნაწილი კლასიფიცირებული ინფორმაციის, სადაც გაცილებით საშიში სურათია მოცემული.

ოფიციალურმა პირმა გამოსვლისას თქვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა 300-მდე “ლტოლვილი” რომლებზეც გამოძიება ჩატარდა მათი რადიკალურ ისლამისტებთან კავშირების გამო და pro-ISIS განწყობებისთვის. რამოდენიმე მათგანს უკვე ქონდა მიღებული მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი,
მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების დეპარტამენტმა მეტი არანაირი ინფორმაცია არ გააჟღერეს, არ თქვეს თუ რამდენი ამ 300 “ლტოლვილიდან” იყო გამოსული იმ აკრძალული ქვეყნებიდან რომლებიც განახლებული სააღსრულებლო ბრძანების მიხედვით არიან სიაში.

მაგრამ ჩინოვნიკებმა იუსტიციის დეპარტამენტიდან და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, უარი განაცხადეს რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. მათ არ თქვეს იმ 300 ადამიანში თუ იყვნენ მოქალაქეები იმ ქვეყნებისა, საიდანაც, განახლებული განკარგულებით აიკრძალა შემოსვლა.
2001 წლიდან, 18 მუსულმანი ექსტრემისტი 36-დან, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, იყვნენ დაბადებულნი შეერთებულ შტატებში, 14 მათგანი ემიგრირებული იყვნენ აქ ჯერ კიდევ პატარაობისას და ეხლანდელ დროში არ იქნებოდნენ დაკავებულნი ახალი გამკაცრებული გადამოწმების პროცესით, ამბობს ჩარლზ კურცმანი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი.
არცერთი მათგანი ჩამოსულა აკრძალული ქვეყნიდან; მუსულმანი ექტრემისტების მიერ ჩადენილი მკვლელობები არის 16 შემთხვევა 240,000-დან რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა 2001 წლის 9/11 შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close