ეს არის ცუგა, ძაღლი, რომელიც ზემო იმერეთში, კერძოდ, ჭიათურაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. თავისუფლად დასეირნობდა მაღამთიანი ჭიათურის ქუჩებში. ბოროტმა ადამიანებმა მოუსპეს ეს თავისუფლება, ჯერ დაახეიბრეს საბრალო ძაღლი, შემდეგ კი ჭიათურიდან თბილისის თავშესაფარის ვოლიერში გამოკეტეს. აი, სწორედ ამიტომ აქვს ასეთი სევდიანი თვალები ცუგას. ეს სახელი იმ ღვთისნიერმა ადამიანმა დაარქვა, ვინც ჯერ უმკურნალა და ფეხზე დააყენა ის, შემდეგ კი ჩვენს თავშესაფრამდე ჩამოიყვანა ჭიათურელების მიერ გამოძევებული ძაღლი. თავისუფლად გადაადგილებას შეჩვეული ძაღლისთვის სიკვდილის ტოლფასია ვოლიერში ცხოვრება. ძალიან ნერვიულობს და თქვენც ხედავთ, რომ მოწყენილია.

 თამაზ ელიზბარაშვილი:

,,თუ ჭიათურაში ელენეს გარდა (ძაღლის ჩამომყვანი) კიდევ აღმოჩნდებიან ნორმალური ადამიანები, რომლებსაც ღვთისგან გაჩენილი სიცოცხლე უყვართ, მე ჩემი ხარჯებით გავუკეთებ ამ ძაღლს კასტრაციას და მათ დააბრუნონ ძაღლი ბუნებრივ არეალში, საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც მან ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ჩემ მიერ ჭიათურელების მიმართ გამოთქმული საყვედური სამართლიანია“.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები