სამართალი და კრიმინალი

არცერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შეგარჩენთ! _ბორჯომში კაცმა თავი ჩამოიხრჩო

_ რას ფიქრობთ, მერამდენეა და კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ გამოვფხიზლდეთ?  ნუთუ თავი არ გეზიზღებათ? ხაზარაძემ ბორჯომის ფულით ლამის ნახევარი საქართველო იყიდა და ეს კაცი, როგორ გგონიათ, ბორჯომი მისთვის არ ამოსულა მიწიდან? არცერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შეგარჩენთ, გპირდებით, დიახ თქვენ ვინც ქვეყანა გადაჭამეთ. ნაცმა და ქოცმა ერთად დაკარგა პატივისცემა ხალხის. ასე რამ შეგაჯავრათ საკუთარი ხალხი, საიდან მოხვედით, მაკკეინის მონებო! ერთი ამ კაცის სიცოცხლის ფასად თუ ღირხართ რომელიმე, გიფიქრიათ ამაზე?

ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების კომიტეტის” წარმომადგენელმა, მამისა ჯაფარაშვილმა გაავრცელა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, ასაკოვანმა მამაკაცმა თავი საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, რომელიც ამავდროულად გარდაცვლილის მეზობელია, გარდაცვლილ ნუგზარ კიკნაძის თვითმკვლელობის მიზეზი მძიმე სოციალური მდგომარეობა გახდა. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის მძიმედ განიცდიდა. გარდაცვლილს ამ პრობლემასთან ერთად მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც აწუხებდა. მთელი ოჯახი მხოლოდ შვილის იმედზე იყო, რომელიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადიოდა. რწმინებული აცხადებს, რომ მას რამდენჯერმე თანხითაც დაეხმარნენ, მაგრამ ბოლო დროს რცხვენოდა და აღარ მოდიოდაო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close