მსოფლიო

Isis-ის მებრძოლებს ,,სამოთხის პასპორტებს” აძლევენ

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

დოკუმენტის ნიმუშები სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქ რაქას განმათავისუფლებელი სამხედრო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.
მომწვანო–მოოქროსფრო შეფერილობის მაღალპოლიგრაფიული პასპორტები ყურანიდან ამოკრებილ ციტატებს შეიცავს არაბულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში მოცემული ამონარიდები ისეთი შინაარსისაა, რომ მოტივაცია გაუზარდონ მებრძოლებს მოაწყონ ტერაქტები თვითმკვლელის ქამრისა და დანაღმული ავტომობილების მეშვეობით.
ყდაზე დატანილია წარწერა „სამოთხის პასპორტი“. დოკუმენტის გაცემისას „ისლამური სახელმწიფო“ არწმუნებს თავის მიმდევარს, რომ ის გახდება წამებული და ცაში გააგრძელებს ცხოვრებას.
გამოცემის ცნობით, პასპორტში არ არის მითითებული ველი, სადაც ჩაიწერება მისი მფლობელის ვინაობა, ან რამე სხვა პერსონალური მონაცემები.
სირიის ქალაქი რაქა 2013 წლიდან აქვთ დაპყრობილი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და ტერორისტების არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება. ამჟამად ქალაქის გასათავისუფლებლად სირიის შეიარაღებული ოპოზიცია, სირიის ქურთთა შეიარაღებული ჯგუფები იბრძვიან საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close