რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ეს არის იდიოკრატია _ „ბუმერანგი“ რუსთავი 2-ს უკან უბრუნდება

    ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი, პროფესორი:

_ მახსენდება სოლომონ ბრძენის  ბრძნული სიტყვები: ყველაზე საშიში მტერი ადამიანისთვის, ეს არის მლიქვნელი და ფლიდი ადამიანი. სიტყვის თავისუფლება არის იმაზე მეტი ღირებულება, რაც კაცობრიობას გამოუგონია და შეუქმნია. ძველ აღთქმაშიც წერია: ჯერ იყო სიტყვაო. აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლება იწყება იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება ილახება თუ ილახებოდა იმ ფარისევლების მიერ, რომლებიც ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ უცოდველ კრავებად. ამაშია სწორედ, ჩვენი ყოფის ტრაგი-კომედიაც.

ძალიან მიყვარს სატირა და იუმორი, ამიტომაც, ამ ბაქხანალიას, რომელიც რუსთავი-2-თან დაკავშირებით ხდება, დავარქვი – იდიოკრატია.

    _ რატომ დაარქვით ასე?

_ საბჭოთა ეპოქაში, გორბაჩოვის პერიოდში, გამოდიოდნენ კომუნისტები და ამბობდნენ, რომ ირღვეოდა გადაცემა „ვრემიას“ კოლექტივის ინტერესები. ამ გადაცემიდანაც მოდიოდა ცილიწამების ნიაღვარი. 9 აპრილს რა როლიც ითამაშა ოდიოზურმა, მანქურთმა პროგრამამ და ტელევიზიამ, ასეთივე როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობაში რუსთავი -2-მა. ხოდა, ჩვენ აღარ უნდა დავუბრუნდეთ იმ ქართულ „ვრემიას“, საიდანაც სიცრუის ნიაღვარი მოდიოდა ჩვენი მისამართით.

   _ თქვენი აზრით, რუსთავი-2-ის ხალვაშისთვის გადაცემის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და აღარაფერი შეიცვლება?

_ რა თქმა უნდა, გადაწყვეტილია. ეს გადაწყდა დადებითად და ობიექტურად. ხელისუფლებას ასე კარგად არცერთი საქმე არ დაუფვირგვინებია. ყველა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად. 9 მოსამართლიდან ერთს მაინც რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო, შეიძლება, ეჭვის საფუძველი გაჩენილიყო. იმდენად რეალისტური გადაწყვეტილება იყო, რომ ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი და სხვაგვარად, ამ საქმის გადაწყვეტა იყო გამორიცხული.

ახლა, „თუ უნდათ გაიტანონ და თუ უნდათ შემოიტანონ თავიანთი ფალავანი“ – ბაში აჩუკის არ იყოს. დღეს რაც ხდება, ერთი სიტყვით შეიძლება ამის შეფასება: ეს არის იდიოკრატია. აღნიშნული ფრაზა რუსთავი 2-ის მიერ არის დამკვიდრებული და მათი „გატყორცნილი“ ბუმერანგი, ახლა, უკან უბრუნდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close