კატეგორიის გარეშე

გიორგი თევზაძე: კიდევ რას დაუთმობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს?

უფლებადამცველმა, გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ საინტერესოა, რატომ დათანხმდა საქართველო ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას “გაზპრომთან”, კერძოდ, გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღებას? ეს ფაქტი საზოგადოებაში გაოცებას იწვევს და კითხვის ნიშნებს ბადებს.

“ეკონომიკის ექსპერტი – დავით ნებიერიძე აღნიშნავს, რომ  „კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა. ჰო და ვინც ცხვარივით სახლში ჯდომას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე ვეღარც გაზის ფულს გადაიხდით და პურიც გაგიძვირდებათ“-წერს ნებიერიძე.

ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი მაინც ის გახლავთ, რომ ხელისუფლება დადებული ხელშეკრულების დეტალებს რატომღაც არ ასაჯაროებს, თუმცა, მოუხედავად ამისა, ნათელია, რომ რუსეთმა ადვილად მიაღწია მისთვის სასარგებლო, სტრატეგიულ მნიშვნელობის კონტრაქტს საქართველოსთან მიმართებაში. მალე ალბათ მოხდება ის, რომ საქართველო, თანხით, რომელსაც აქამდე ვიხდიდით, გაზის იმ მოცულობის ნახევარსაც ვერ იყიდის, რომელსაც ყიდულობდა ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე. შესაბამისად, ენერგობაზარზეც გაგვიძვირდება პროდუქტი და შესაბამისად, გაიზრდება საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო, რომელიც გახლავთ ლარის გაუფასურების მთავარი ფუნდამენტური მიზეზია. ქვეყნიდან დამატებითი რაოდენობის უცხოური ვალუტა გავა იმ გაზის მოცულობის შესაძენად, რომელიც დაგვაკლდება და ნუთუ ეს კონტრაქტი მხოლოდ უპრინციპობის ბრალია?

ხელისუფლების ეს საქციელი არის რუსეთისთვის დათმობის კიდევ ერთი მაგალითი. საინტერესოა, კიდევ რის დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნისათვის და რატომ? მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს და ჩვენი არასაიმედო პარტნიორია, ხელისუფლების ასეთი საქციელი რითი უნდა ავხსნათ?” _ ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close