რედაქტორის გვერდისაინტერესო

აუცილებლად მოგინდება ნუგეშისცემა – ვის ელოდება სპილო?

2016 წლის მაისში, ქალაქ ლეინდენში საბავშვო საავადმყოფოს წინ, დაიდგა სკულპტურა, რომლის ავტორი იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიელი მხსტვარი, ვან ბრიფორტი იყო. ეს მის შემოქმედებაში მხოლოდ მეორე ნამუშევარი გახლდათ. სკულპტურა იმ ადამიანებს ანსახიერებდა, ვინც ექიმთან შესასვლელად თავის რიგს მშვიდად ელოდებოდა. რიგი და მოლოდინი ხომ დაუმთავრებლად გრძელდება და დიდი მოთმინება რომ არის საჭირო, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ამიტომ იყო, ალბათ, რომ ავტორმა ლოდინის განსახიერებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა და საზოგადოებას მოლოდინისა და მოთმინების სინთეზისგან Homunculus Loxodontus, ანუ ადამიანის მსგავსი სპილოს სკულპტურა შესთავაზა რომლმაც დაამშვენა აღნიშნული საავადმყოფოს შესასვლელი.

Homunclus Loxodontus-ის ფიგურა კი თავისი გაურკვეველი ფორმის გამო, ალბათ, დიდხანს იქნებოდა შეუმჩნეველი,  ერთ ჩვეულებრივ დღეს რუსულად მოლაპარაკე ტურისტს შემთხვევით რონ არ შეემჩნია და სურათი არ გადაეღო. გადაღებულ სურათში გაურკვეველი მასა ისეთი სახით იჯდა და შემოგყურებდა, რომ აუცილებლად მოგინდებოდა ჩახუტება და ნუგეშისცემა. ალბათ ამ გრძნობებმა უბიძგა სურათის ავტორს, რომ იგი სოციალური ქსელის  საკმაოდ პოპულარულ საიტზე, Pikabu-ზე განეთავსებინა. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მისი ფოტო აიტაცეს სხვადასხვა ქსელის მომხმარებლებმა. მათ შორის რუსეთისა და უკრაინის საინფორმაციო საშუალებებმა. 2016 წელს კი ის გახდა ყველაზე პოპულარული სკულპტურა, რომელთანაც სურათების გადაღება ლამის ქალაქის პრიორიტეტადაც იქცა.

2017 წელს კი სკულპტურა ყველაზე პოპულარული ქალბატონი გახდა რუსულ ინტერნეტსივრცეში. გაურკვეველი არსება, ერთდროულად მსგავსი ზღვის სელაპისა და სპილოსი, ინტერნეტმომხმარებლებმა მონათლეს როგორც Ждун-ი, უკრაინულმა და ბელარუსელმა ინტერნეტმომხმარებლებმა კი Почекун-ად. მისი ასეთი პოპულარობა კი ასევე განაპირობა მისი გამოსახულების ფოტოშოპით სხვადასხვა სურათებში გამოჩენამ. სინამდვილეში, ჩვენ ყველა ცხოვრებაში ველოდებით რაღაცას, მნიშვნელობა არ აქვს ცუდს თუ კარგს და ამიტომაც, მან ყველგან იპოვა თავისი ადგილი…

მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბელორუსიის სათამაშოების ფაბრიკამ რბილი სათამაშოც კი გამოუშვა მისი სახით. ასე, რომ ერთგვარი სტიმული და იმედიც კი მისცა ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს. ქართველები რა სახელს დაარქმევენ და თუ გამოიყენებენ ამ შანსს რაიმე მიზნისთვის, ალბათ დრო გვეტყვის. მე კი სტატიის დასასრულში მხოლოდ ერთს ვიტყვი: გვეყოფა „იმ“ მომლოდინესავით საავადმყოფოს ფოიეში ჯდომა და რიგის ლოდინი!

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close