რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ალმოდებული მატარებლის ვაგონებიდან მგზავრები მეხანძრეებმა გამოიყვანეს

რამდენიმე საათის წინ, ლანჩხუთი-სუფსის მონაკვეთზე ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო ელექტრომატარებელ N 682-ს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო და სამაშველო  სამსახურების წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება  და ალმოდებული ვაგონებიდან ხალხის  დროული ევაკუაცია  მოახერხეს. როგორც ამბობენ, დამწვარია მატარებლის ორი ვაგონი, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია.

„ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და აალების მიზეზებიც უახლოეს პერიოდში გაირკვევა“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 187-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ქონების ან, ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close