პოლიციელებმა არასრულწლოვანი ძალით წაიყვანეს განყოფილებაში, ხელში დანა დააჭერინეს და…

“მორიგი მძიმე შემთხვევა ბავშვთა მართლმსაჯულებაში – ძველი თბილისის შს ერთ-ერთი განყოფილების მუშაკებმა გამოიყენეს პოლიციელის უფლებამოსილება და არასრულწლოვანი მარტო, ძალით წაიყვანეს განყოფილებაში. დააჭერინეს ხელში დანა და სურათი გადაუღეს. მოუწოდებდნენ, რომ ეთქვა და დაეწერა, თითქოს ეს დანა მისი იყო.
დღემდე მიდიან სახლში და მიუხედავად უარისა, აიძულებენ არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს გამოცხადნენ განყოფილებაში.
არანაირი განმარტება, რომ არ გააჩნიათ არ გამოცხადების და არც ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ირიბი მუქარა და არანაირი საუკეთესო ინტერესების დაცვა…
ვამზადებ პირველ სპეციალურ ხელშეკრლებას დაცვის განხორციელებისათვის…
აი, ასე ესმით რიგ პირებს პოლიციელობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება”, _ წერს ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.